ქართულ ფილმებს კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / ფოტობანკში გადასვლაკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
სამივე ქართული ფილმი, რომელთაც წელს კინოფესტივალზე აჩვენებენ, შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ქართული ფილმია წარმოდგენილი, ნათქვამია საქართველოს კონემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი 20 აგვისტოს გაიხსნა და 28 აგვისტომდე გასტანს.
საკონკურსო სექციაში East of the West Competition აჩვენებენ იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმს „ოთარის სიკვდილი“.
ასევე, კინოფესტივალზე შედგება ლევან კოღუაშვილის ფილმის სპეციალური ჩვენება სახელწოდებით „მეოთხე ბრაიტონი“.
სექციაში Horizons მაყურებელი იხილავს ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“.
აღსანიშნავია, რომ ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ 13-20 აგვისტოს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები განყოფილებაში In Focus. ამ სექციაში აჩვენებენ ფილმებს, რომლებმაც საერთაშორისო არენაზე უკვე დიდი წარმატება მოიპოვეს.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.
ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა. „სასიამოვნოდ სევდიანი" – ასე შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე. ფილმს მაღალი შეფასება მიანიჭეს ასევე რუსეთშიც. ქართულ ფილმზე აქტიურად წერდნენ ისეთი უცხოური გამოცემები, როგორიცაა Variety, Screen Daily, Screen Daily, Awards Daily და სხვ.
სამივე ქართული ფილმი, რომელთაც წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ, შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
კარლოვი ვარის-საერთაშორისო კინოფესტივალი აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი წამყვანი კინომოვლენაა, რომელიც 1946 წლიდან, ყოველწლიურად ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარში ტარდება.
 
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური