https://sputnik-georgia.com/20210821/qarTul-filmebs-karlovi-varis-saerTaSoriso-kinofestivalze-aCveneben-252638447.html
ქართულ ფილმებს კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ
ქართულ ფილმებს კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ
Sputnik საქართველო
სამივე ქართული ფილმი, რომელთაც წელს კინოფესტივალზე აჩვენებენ, შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. 21.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-21T14:00+0400
2021-08-21T14:00+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/03/52/035253_0:154:3077:1893_1920x0_80_0_0_9a5541ee765d9d08068225a258861207.jpg
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ქართული ფილმია წარმოდგენილი, ნათქვამია საქართველოს კონემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი 20 აგვისტოს გაიხსნა და 28 აგვისტომდე გასტანს.საკონკურსო სექციაში East of the West Competition აჩვენებენ იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმს „ოთარის სიკვდილი“.ასევე, კინოფესტივალზე შედგება ლევან კოღუაშვილის ფილმის სპეციალური ჩვენება სახელწოდებით „მეოთხე ბრაიტონი“.სექციაში Horizons მაყურებელი იხილავს ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“.აღსანიშნავია, რომ ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ 13-20 აგვისტოს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები განყოფილებაში In Focus. ამ სექციაში აჩვენებენ ფილმებს, რომლებმაც საერთაშორისო არენაზე უკვე დიდი წარმატება მოიპოვეს.ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა. „სასიამოვნოდ სევდიანი" – ასე შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე. ფილმს მაღალი შეფასება მიანიჭეს ასევე რუსეთშიც. ქართულ ფილმზე აქტიურად წერდნენ ისეთი უცხოური გამოცემები, როგორიცაა Variety, Screen Daily, Screen Daily, Awards Daily და სხვ.სამივე ქართული ფილმი, რომელთაც წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ, შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.კარლოვი ვარის-საერთაშორისო კინოფესტივალი აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი წამყვანი კინომოვლენაა, რომელიც 1946 წლიდან, ყოველწლიურად ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარში ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/03/52/035253_0:56:3077:1991_1920x0_80_0_0_cceb5c8992e27f200a72cbb8d9849ed1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ქართულ ფილმებს კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ
14:00 21.08.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) სამივე ქართული ფილმი, რომელთაც წელს კინოფესტივალზე აჩვენებენ, შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ქართული ფილმია წარმოდგენილი, ნათქვამია საქართველოს კონემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი 20 აგვისტოს გაიხსნა და 28 აგვისტომდე გასტანს.
საკონკურსო სექციაში East of the West Competition აჩვენებენ იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმს „ოთარის სიკვდილი“.
ასევე, კინოფესტივალზე შედგება ლევან კოღუაშვილის ფილმის სპეციალური ჩვენება სახელწოდებით „მეოთხე ბრაიტონი“.
სექციაში Horizons მაყურებელი იხილავს ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“.
აღსანიშნავია, რომ ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ 13-20 აგვისტოს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები განყოფილებაში In Focus. ამ სექციაში აჩვენებენ ფილმებს, რომლებმაც საერთაშორისო არენაზე უკვე დიდი წარმატება მოიპოვეს.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.
ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა. „სასიამოვნოდ სევდიანი" – ასე შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე. ფილმს მაღალი შეფასება მიანიჭეს ასევე რუსეთშიც. ქართულ ფილმზე აქტიურად წერდნენ ისეთი უცხოური გამოცემები, როგორიცაა Variety, Screen Daily, Screen Daily, Awards Daily და სხვ.
სამივე ქართული ფილმი, რომელთაც წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ, შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
კარლოვი ვარის-საერთაშორისო კინოფესტივალი აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი წამყვანი კინომოვლენაა, რომელიც 1946 წლიდან, ყოველწლიურად ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარში ტარდება.