დიღმის საველე ჰოსპიტალში 19 პაციენტია მოთავსებული

© photo: Sputnik / Stringerსაველე ჰოსპიტალი დიღომში
საველე ჰოსპიტალი დიღომში - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
გამოწერა
საქართველოში ამჟამად ორი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 19 პაციენტია მოთავსებული, განაცხადა ჰოსპიტლის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ.
დღევანდელი მდგომარეობით, თბილისში საველე საავადმყოფოები ორ ადგილზეა გახსნილი – დიღმის ოლიმპიურ სოფელში, რომელიც 18 აგვისტოს გაიხსნა და სამგორში, რომელსაც ჯერ მუშაობა არ დაუწყია.
დიღმის საველე ჰოსპიტალმა პირველი ცხრა პაციენტი 20 აგვისტოს მიიღო.
„პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ნაწილი არის ჟანგბადდამოკიდებული, ნაწილი სტაბილურია. ძირითადად, დომინირებს „დელტა“ შტამი. გუშინ თანმხლები დაავადების გამო ერთი პაციენტის გადაყვანა მოხდა ჰოსპიტალში. დღის განმავლობაში გვაქვს მზაობა, მივიღოთ პაციენტები. სულ ამ ეტაპზე მზად ვართ, მივიღოთ 200 პაციენტი“, – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.
ტურისტები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. კერძოდ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, მას სხვაგან გადაამისამართებენ სიმძიმიდან გამომდინარე.
„ვფიქრობთ, რომ ორ-სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში – როგორც მისი მართვისთვის იქნება საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ.
გარდა თბილისისა, საველე ჰოსპიტლების მოწყობა აჭარისა და იმერეთის რეგიონებშიც იგეგმება.
საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალური რესურსი კლინიკებში 8 ათას საწოლს შეადგენს. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 61 ათასამდე აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 50 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღეს პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსმა 74 ადამიანი იმსხვერპლა.
ყველა ახალი ამბავი
0