ბათუმი–ახალციხის გზაზე მოძრაობა იზღუდება: ტარდება აფეთქებები

© Roads Department of Georgiaქვათაცვენა
ქვათაცვენა - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
გამოწერა
დაგეგმილ სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ზიმო-7“ შეასრულებს.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 57-68 კმ მონაკვეთზე, კლდის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოების გამო, დღეს მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული სამუშაოები გულისხმობს აფეთქებას მცირე მუხტებით, შედეგად კლდის ფერდიდან ქვები ჩამოცვივა.
აღნიშნულ მონაკვეთში, სამუშაოების უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით ავტოტრანსპორტის მოძრაობა 21 აგვისტოს 16:00 საათიდან 17:00 სთ-მდე შეიზღუდება.
გვირაბში - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
„საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილებზე ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი საშუალებებით დაიფარება ინდივიდუალური დაპროექტების საგზაო ნიშნები და განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეციალური ფორმით და ალმით აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
 
ყველა ახალი ამბავი
0