ბათუმში მამაკაცი მშენებარე სახლიდან გადავარდა

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობა ბათუმში
მშენებლობა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
გამოწერა
მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს, ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულზე სარეკლამო ბილბორდს ამონტაჟებდა, რა დროსაც წაბორძიკდა და გადმოვარდა.
შემთხვევის ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან და მომხდარის მიზეზებს იკვლევენ.
ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0