https://sputnik-georgia.com/20210821/Sss-s-Tanamsromlebis-vaqcinacia-aqtiurad0mimdinareobs-252638123.html
შსს-ს თანამშრომელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს
შსს-ს თანამშრომელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით სრულად ვაქცინირებულია 276.917 ადამიანი ... 21.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-21T11:24+0400
2021-08-21T11:24+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252363394_0:195:2049:1354_1920x0_80_0_0_5681f543f95c93a3a745951077a1a97d.jpg
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების 60%-ზე მეტი უკვე აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მათი ძირითადი ნაწილი სრულად ვაქცინირებულია, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, თბილისის პარალელურად, რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს.შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომლები ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში აიცრნენ.რეგიონებში, ისევე როგორც დედაქალაქში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას, აცხადებენ უწყებაში.სამინისტროს თანამშრომლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, Pfizer-ის, Sinovac-ის ან Sinopharm-ის ვაქცინით აიცრან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252363394_279:301:1961:1358_1920x0_80_0_0_1f9f7a57b3b52d4c3541e916a605ee44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შსს-ს თანამშრომელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს
11:24 21.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით სრულად ვაქცინირებულია 276.917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9.7%.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების 60%-ზე მეტი უკვე აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მათი ძირითადი ნაწილი სრულად ვაქცინირებულია, იუწყება შსს-ს
პრესსამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, თბილისის პარალელურად, რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომლები ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში აიცრნენ.
რეგიონებში, ისევე როგორც დედაქალაქში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას, აცხადებენ უწყებაში.
სამინისტროს თანამშრომლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, Pfizer-ის, Sinovac-ის ან Sinopharm-ის ვაქცინით აიცრან.
- 21 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 938.705 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661.788 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.2%, სრულად ვაქცინირებულია 276.917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9.7%. 20 აგვისტოს აიცრა 28.555 ადამიანი.