ხუთი ყველაზე უცნაური ადგილი მსოფლიოში

CC BY-SA 2.0 / lirazelf / Loch in the Garden of Cosmic Speculation, Scotland„ლოკოკინას მთის“ ტერასებიდან ულამაზესი ხედი იშლება
„ლოკოკინას მთის“ ტერასებიდან ულამაზესი ხედი იშლება  - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
დედამიწა უცნაური (და მშვენიერი) პლანეტაა. და მასზე ბევრია ისეთი ადგილი, რომლის ნახვისას სიტყვები ძალას კარგავს, ხოლო მათი სილამაზე და უცნაურობა გვამუნჯებს.
დღევანდელ სტატიაში ხუთ ისეთ ადგილს წარმოგიდენთ, რომლებიც შოკისმომგვრელად გასაოცარია და ძნელად დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი აქ, ჩვენს პლანეტაზე ხდება და ფოტოშოპის შედევრი არ არის. მათი ნახვისას ადამიანს ერთდროულად ემოციების მთელი სპექტრი ატყდება თავს.
აქვე გეტყვით, რომ რიგითობა ძალიან პირობითია, რომელია მათგან ყველაზე უცნაური და ამაღელვებელი, თავად განსაჯეთ.
1. ცისარტყელა მთები პერუში (Rainbow Mountain Peru)
ადგილობრივები ამ მთას ვინიკუნკას ეძახიან, რაც ცისარტყელას ფერებიან, შვიდი ფერის მთას ნიშნავს. ის დაფარულია ლურჯი, წითელი, მწვანე, ვარდისფერი და ყვითელი ზოლებით. ამ ფენომენის მეცნიერული ახსნა ჯერჯერობით არ არსებობს.
ცისარტყელას მთა (5.200 მ) პერუს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეოლოგიური ობიექტი და ფერადი მწვერვალია. ის პერუელებისთვის წმინდა ადგილია და ყოველწლიურად უამრავი პილიგრიმი სტუმრობს. მისი დალაშქვრა უკიდურესად რთულია, მაგრამ ღირს: ის ხედები, რასაც მისი მწვერვალიდან დაინახავთ, დაგაბრავებთ და კითხვა აღარ გაგიჩნდებათ – რატომ შედის მსოფლიოს ყველაზე უცნაური ადგილების სიაში.
2. მენდენჰალის მყინვარის გამოქვაბულები, ალასკა (Mendernhall Glacier Caves)
მენდენჰალის მყინვარი ალასკაზე ყველაზე დიდი არაა (სულ 12 კილომეტრია), თუმცა მასთან მისვლა შედარებით მარტივია. ის შტატის დედაქალაქ ჯუნოდან 20 კილომეტრში მდებარეობს. სამწუხაროდ, მღვიმეს გლობალური დათბობა ნელ-ნელა ადნობს. გეოლოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს საოცრება გადაარჩინონ.
გამოქვაბულში ყინულის კრისტალების გასაოცარი ფერი (ლურჯის სხვადასხვა ელფერი) ბუნებრივი მოვლენაა და მეცნიერებს წლების განმავლობაში დაბნეულს ტოვებს.
3. ლაქებიანი ტბა კანადაში (Spotted Lake)
უჩვეულო, ლაქებიანი კლილუკის ტბა კანადაში, ქალაქ ოსოიოს მახლობლად მდებარეობს. ის არის მსოფლიოში ყველაზე მინერალიზებული ტბა – შეიცავს მაღალი კონცენტრაციის მქონე სხვადასხვა მინერალურ ნივთიერებას, ასევე მცირე რაოდენობით ვერცხლს, ტიტანს და სხვა ელემენტებს. ზაფხულში, როცა წყალი ორთქლდება, ტბის ზედაპირზე უცნაური სილამაზის, მოზაიკის მსგავსი წყლის ლაქები ისახება. თითოეულის ფერი დამოკიდებულია სწორედ იქ გაჯერებულ მინერალურ ნივთიერებაზე. ამ პერიოდში ტბის ზედაპირზე დაახლოებით 365 „გუბე“ ჩნდება.
ტბაში არც ერთი სახეობის თევზი არ ბინადრობს, არც ბანაობაა მასში რეკომენდებული. ადგილობრივები ამ ტბას წმინდა ადგილად თვლიან და მიიჩნევენ, რომ მისი წყალი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ის ნამდვილად ერთ-ერთი უცნაური ადგილია მსოფლიოში.
4. უდაბნოს ხელი, ჩილე (The hand in the desert, Chile)
ხელის ფორმის სკულპტურა ატაკამას უდაბნოში, ჩილეში მდებარეობს. ჩილელი მოქანდაკის მიერ აგებული ეს უზარმაზარი (11 მ), დამთრგუნველი ქანდაკება მარტოობას ასახავს, რომელიც გამძაფრებულია თავისი მიტოვებული და განმარტოებული მდებარეობით – უახლოესი ქალაქი ანტოფაგასტა მისგან 75 კილომეტრში მდებარეობს.
სკულპტურა აგებულია რკინისა და ცემენტისგან. ხუთთითიანი გიგანტური ხელი და ხელის მტევნის ნაწილი შუა უდაბნოშია აღმართული. მასთან მიახლოებისას ადამიანს მისტიკური განწყობა ეუფლება – თითქოს გოლიათი ადამიანი ჩაეფლო მიწაში და კაცობრიობისგან დახმარებას ითხოვს. თუ ერთხელ მაინც ნახავთ ამ საოცრებას, მის შესახებ ფიქრები დიდი ხნის მანძილზე არ მოგასვენებთ.
5. სოლარ-დე-უიუნი – მსოფლიოში უდიდესი მარილის ტბა, ბოლივია (Salar De Uyuni)
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ადგილი – ყველაზე დიდი მარილიანი ტბა, მარილის უდიდესი საბადო  ბოლივიაში მდებარეობს. ის ასევე არის მსოფლიოში უდიდესი ბუნებრივი სარკე და ტყუილად არ მოუწოდებენ ტურისტებს, გაისეირნეთ ღრუბლებზეო.
მის ცენტრში მარილის ფენის სისქე 10 მეტრზე მეტს აღწევს. მშრალ სეზონზე, როცა წყლის დიდი ნაწილი ორთქლდება, ტბის პედაპირზე მარილის სქელი ფენა ამოდის. წვიმების სეზონზე კი, როცა წყალი თხელი ფენით იფარება, ზეცასა და ღრუბლებს სარკესავით ირეკლავს, ერთი შეხედვით, ცაზე მიაბიჯებ. მასზე მანქანით სიარულიც კია შესაძლებელი. სოლარ-დე-უიუნი ნებისმიერ დროს ულამაზესია, თუმცა მზის ჩასვლისას მართლაც საოცარია.
ტბაზე ვარდისფერი ფლამინგოების რამდენიმე სახეობა ბინადრობს. მის ახლოს მდებარე სასტუმროები კი მარილისგანაა აშენებული, სადაც ავეჯიც კი მარილის აგურებისგანაა გაკეთებული.
ყველა ახალი ამბავი
0