https://sputnik-georgia.com/20210820/restornebi-tbilisshi-252633784.html
თბილისის რესტორნების ყველაზე პოპულარული კერძები – გამოსაცნობად არც ისე ადვილი
თბილისის რესტორნების ყველაზე პოპულარული კერძები – გამოსაცნობად არც ისე ადვილი
Sputnik საქართველო
„Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ იმ კერძების ხუთეულს, რომელსაც ჩვენ მიერ გამოკითხულ რესტორნებში მომხმარებელი ყველაზე ხშირად ითხოვს. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T14:46+0400
2021-08-20T14:46+0400
2021-10-19T18:03+0400
აქტუალური თემები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23367/41/233674155_0:47:1500:891_1920x0_80_0_0_ba0957f7fc51c3ed66477764b1569be2.jpg
რას მიირთმევენ დღეს ყველაზე ხშირად თბილისის რესტორნებში დედაქალაქის სტუმრები და ადგილობრივი მცხოვრებლები, ამის გასარკვევად რამდენიმე ცნობილ რესტორანს დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა, მომხმარებელი უპირატესობას ყველგან სხვადასხვა კერძს ანიჭებს.მაგალითად, რესტორანში „მეტეხის ჩრდილში“, სადაც ძირითადად მომხმარებლები ტურისტები არიან, სუფრაზე ყველაზე ხშირად ნიგვზიანი ბადრიჯანი და კიტრი-პომიდვრის სალათია.ამ ობიექტზე იმ კერძების ჩამონათვალი, რასაც ყველაზე მეტად ითხოვენ, ასე გამოიყურება:1. ბადრიჯანი ნიგვზით - 9 ლარი2. კიტრი-პომიდვრის სალათი გლეხურად - 12 ლარი3. მეგრული ხაჭაპური - 16.50 ლარი4. წიწილა შქმერულად - 23.50 ლარი5. ხბოს ჩაშუშული - 16 ლარი.უმეტესწილად დედაქალაქის სტუმრებს მასპინძლობს ასევე რესტორანი „ბარბარესთან“, რომელიც მომხმარებელს ძველი ქართული რეცეპტების მიხედვით დამზადებულ კერძებს სთავაზობს. მე-19 საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწის ბარბარე ჯორჯაძის მიერ გამოცემული კულინარიული წიგნის რეცეპტებით დამზადებული კერძებიდან ყველაზე პოპულარული ძველი მესხური კერძი თუთმანჯია. შემდეგ მოდის ფშაური დამბალხაჭო და ძველი რაჭული რეცეპტით დამზადებული ლობიოს გუფთები...1. თუთმანჯი - 30 ლარი2. დამბალხაჭო - 45 ლარი3. ლობიოს გუფთები - 50 ლარი4. იხვი და გოჭი - 65-65 ლარი5. ცხვრის კანჭი შილაფლავით - 75 ლარი.რესტორან „კახელებს“ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა სტუმრობს. აქ ყველაზე ხშირად მოთხოვნილი კერძები ბოსტნეულის სალათებია.1. ბოსტნეულის სალათი ველური მოცვით - 17 ლარი2. მჟაუნას სალათი ჭარხლით და მარწყვის ტყლაპით - 17 ლარი3. ბოსტნეულის სალათი ბროწეულით და ველური შინდით - 17 ლარი4. ხბოს ხორცი ხახვით - 28 ლარი5. ბუღლამა ხბოს ბატკნის ან ციკნის (სეზონის მიხედვით) - 28 ლარი.რესტორან „ბერნარდის“ სტუმრები ყველაზე მეტად ხინკალს, ქაბაბსა და მწვადს ითხოვენ. ამ რესტორანს ძირითადად ადგილობრივები სტუმრობენ, ტრადიციული ქართული კერძების ხუთეულში, როგორ აღმოჩნდა, ხინკალი ლიდერობს.1. ხინკალი - 1.10 ლარი2. ქაბაბი - 11 ლარი3. ღორის მწვადი - 17 ლარი4. ხაჭაპური - 12 ლარი5. ოჯახური - 16 ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23367/41/233674155_125:0:1376:938_1920x0_80_0_0_d207957306da5b792f7f4b8229be289e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აქტუალური თემები, თბილისი დღეს, საქართველო
აქტუალური თემები, თბილისი დღეს, საქართველო
თბილისის რესტორნების ყველაზე პოპულარული კერძები – გამოსაცნობად არც ისე ადვილი
14:46 20.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ იმ კერძების ხუთეულს, რომელსაც ჩვენ მიერ გამოკითხულ რესტორნებში მომხმარებელი ყველაზე ხშირად ითხოვს.
რას მიირთმევენ დღეს ყველაზე ხშირად თბილისის რესტორნებში დედაქალაქის სტუმრები და ადგილობრივი მცხოვრებლები, ამის გასარკვევად რამდენიმე ცნობილ რესტორანს დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა, მომხმარებელი უპირატესობას ყველგან სხვადასხვა კერძს ანიჭებს.
მაგალითად, რესტორანში „მეტეხის ჩრდილში“, სადაც ძირითადად მომხმარებლები ტურისტები არიან, სუფრაზე ყველაზე ხშირად ნიგვზიანი ბადრიჯანი და კიტრი-პომიდვრის სალათია.
ამ ობიექტზე იმ კერძების ჩამონათვალი, რასაც ყველაზე მეტად ითხოვენ, ასე გამოიყურება:
1. ბადრიჯანი ნიგვზით - 9 ლარი
2. კიტრი-პომიდვრის სალათი გლეხურად - 12 ლარი
3. მეგრული ხაჭაპური - 16.50 ლარი
4. წიწილა შქმერულად - 23.50 ლარი
5. ხბოს ჩაშუშული - 16 ლარი.
უმეტესწილად დედაქალაქის სტუმრებს მასპინძლობს ასევე რესტორანი „ბარბარესთან“, რომელიც მომხმარებელს ძველი ქართული რეცეპტების მიხედვით დამზადებულ კერძებს სთავაზობს. მე-19 საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწის ბარბარე ჯორჯაძის მიერ გამოცემული კულინარიული წიგნის რეცეპტებით დამზადებული კერძებიდან ყველაზე პოპულარული ძველი მესხური კერძი თუთმანჯია. შემდეგ მოდის ფშაური დამბალხაჭო და ძველი რაჭული რეცეპტით დამზადებული ლობიოს გუფთები...
3. ლობიოს გუფთები - 50 ლარი
4. იხვი და გოჭი - 65-65 ლარი
5. ცხვრის კანჭი შილაფლავით - 75 ლარი.
რესტორან „კახელებს“ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა სტუმრობს. აქ ყველაზე ხშირად მოთხოვნილი კერძები ბოსტნეულის სალათებია.
1. ბოსტნეულის სალათი ველური მოცვით - 17 ლარი
2. მჟაუნას სალათი ჭარხლით და მარწყვის ტყლაპით - 17 ლარი
3. ბოსტნეულის სალათი ბროწეულით და ველური შინდით - 17 ლარი
4. ხბოს ხორცი ხახვით - 28 ლარი
5. ბუღლამა ხბოს ბატკნის ან ციკნის (სეზონის მიხედვით) - 28 ლარი.
რესტორან „ბერნარდის“ სტუმრები ყველაზე მეტად ხინკალს, ქაბაბსა და მწვადს ითხოვენ. ამ რესტორანს ძირითადად ადგილობრივები სტუმრობენ, ტრადიციული ქართული კერძების ხუთეულში, როგორ აღმოჩნდა, ხინკალი ლიდერობს.
3. ღორის მწვადი - 17 ლარი