პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დასრულდება

© Sputnik / Levan Avlabreliსაინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია
საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
საბაზისო და საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ მოქალაქეს ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში შეუძლია უფასოდ აითვისოს სასურველი პროფესია.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს, ღამის 12 საათზე მთავრდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აპლიკანტებს დარეგისტრირება შეუძლიათ ონლაინ-რეჟიმში ვებ-გვერდზე www.vet.emis.ge, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურს-ცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაცული იქნება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და შეიქმნება უსაფრთხო გარემო პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის.
გიორგი პერტაია - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2020
საქართველოში პროფგანათლების მიღების მსურველთათვის უნარების სააგენტოს დაარსება იგეგმება
2021 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს 100-ზე მეტი დასახელების პროგრამებზე მიიღებენ.
სამინისტროს განცხადებით, შემუშავებულია პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი, რომლის თანახმად, წელს პირველად ერთიანი მიღების ფარგლებში იქნება შესაძლებელი ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო დაწესებულებაში.
2021 წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ.
2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს მოუწევთ. რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მიღებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, დამსაქმებლებთან ერთად თავად უზრუნველყოფენ სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას.
ყველა ახალი ამბავი
0