გამყრელიძე: თითზე ჩამოსათვლელია ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსება

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციული განყოფილება
რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
გართულებული ეპიდვითარების ფონზე ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველში ორჯერადად აცრილი ადამიანების რეანიმაციაში განთავსების შემთხვევები ერთეულია, ამის განმაპირობებელი კი თანმხლები დაავადებები იყო, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე.
გამყრელიძის განცხადებით, როცა ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა და გარშემო ამდენი ინფიცირებულია, ორჯერადად აცრილებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან გადადების შანსი არსებობს.
გამვლელები პირბადეებით ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
შემსუბუქდა თუ არა ეპიდსიტუაცია ქვეყანაში: სპეციალისტების მოსაზრება
„როგორც გითხარით, 98-99% შემთხვევებში ძალიან იოლად წავა, მაგრამ შეიძლება იყოს 1%, ნახევარი პროცენტი, რომ დამძიმდეს ადამიანი. ამის ანალიზი ახლა კეთდება და ალბათ ერთი თვე დაგვჭირდება. სექტემბერში გამოვაქვეყნებთ ანალიზს, როგორ წავიდა, ვთქვათ, რეინფექცია ერთჯერადად და ორჯადად აცრილებში, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაქვს, თითზე ჩამოსათვლელია, მით უმეტეს, ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 907.665 აცრა ჩატარდა, აქედან ორჯერადად აცრილია 266.962 ადამიანი.
დიღმის საველე ჰოსპიტალში პირველი ცხრა პაციენტი მოათავსეს>>
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ყველა ახალი ამბავი
0