https://sputnik-georgia.com/20210820/estoneTis-telekompania-saqarTveloze-gadacemebis-cikls-amzadebs-252629880.html
ესტონეთის ტელეკომპანია საქართველოს შესახებ გადაცემების ციკლს ამზადებს
ესტონეთის ტელეკომპანია საქართველოს შესახებ გადაცემების ციკლს ამზადებს
Sputnik საქართველო
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, გადაცემა 10 ეპიზოდისგან შედგება და ესტონელი ტელემაყურებელი მას სექტემბერში იხილავს. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T13:11+0400
2021-08-20T13:11+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252430563_0:150:3111:1900_1920x0_80_0_0_f5ff1c7d1f6f064fed94457674e4f60d.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ესტონური ტელეკომპანია TV 3 საქართველოს შესახებ ამზადებს გადაცემების ციკლს „იმოგზაურე საქართველოში“, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.42-წუთიანი გადაცემები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს, საზღვაო და სამთო კურორტებს, ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ისტორიას დაეთმობა.უწყების ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გასაზრდელად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესტონეთიდან პრესტურს მასპინძლობს. პრესტურის ფარგლებში ესტონური TV 3-ის რვაკაციანი გადამღები ჯგუფი ორი კვირის განმავლობაში თბილისში, კახეთში, იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და სვანეთში იმყოფებოდა, სადაც მათ ტურისტული ადგილები დაათვალიერეს და გადაიღეს.„ტელევიზიის წარმომადგენლები საქართველოს თითქმის ყველა ტურისტულ რეგიონს მოინახულებენ. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ესტონეთში კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მოგზაურთა ნაკადის ზრდას“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.პრესტური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252430563_190:0:2921:2048_1920x0_80_0_0_014a45b01a8ce887894971edad8a9ca9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
ესტონეთის ტელეკომპანია საქართველოს შესახებ გადაცემების ციკლს ამზადებს
13:11 20.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, გადაცემა 10 ეპიზოდისგან შედგება და ესტონელი ტელემაყურებელი მას სექტემბერში იხილავს.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ესტონური ტელეკომპანია TV 3 საქართველოს შესახებ ამზადებს გადაცემების ციკლს „იმოგზაურე საქართველოში“, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
42-წუთიანი გადაცემები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს, საზღვაო და სამთო კურორტებს, ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ისტორიას დაეთმობა.
უწყების ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გასაზრდელად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესტონეთიდან პრესტურს მასპინძლობს. პრესტურის ფარგლებში ესტონური TV 3-ის რვაკაციანი გადამღები ჯგუფი ორი კვირის განმავლობაში თბილისში, კახეთში, იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და სვანეთში იმყოფებოდა, სადაც მათ ტურისტული ადგილები დაათვალიერეს და გადაიღეს.
„ტელევიზიის წარმომადგენლები საქართველოს თითქმის ყველა ტურისტულ რეგიონს მოინახულებენ. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ესტონეთში კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მოგზაურთა ნაკადის ზრდას“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
პრესტური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიმართა.