დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 აგვისტო

ტაილანდი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 20 აგვისტოა, პარასკევი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღეს ძალზე წარმატებული დღეა შრომისთვის, ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის, ასევე აქტიური, ენერგიული მოქმედებებისთვის. მაგრამ საშიშროებაა, რომ საკუთარი ძალები გადაჭარბებით არ შეაფასოთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია ეჭვიანობის შემოტევა, ამიტომ საქმის გარჩევას საყვარელ ადამიანთან ნუ შეუდგებით, რადგან არაობიექტური ხართ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 აგვისტო>>
ვერძი: გიჭირთ თავის შეკავება, რომ ფული არ გაფლანგოთ. სიტუაცია არაერთხელ გიბიძგებთ, რომ რამე უაზრო ძვირადღირებული ნივთი იყიდოთ ან რამე „საიმედო“ საქმეში ჩადოთ. არ აჰყვეთ ამ იმპულსს, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ საოცარ შანსს უშვებთ ხელიდან. ვარსკვლავები გირჩევენ, არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ ემოციებს, მოერიდეთ სავაჭრო ცენტრებში გასვლას, მაცდური რეკლამების ყურებას.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული
კურო: საქმე, რომელსაც ბევრი დრო და ძალა მოანდომეთ, როგორც იქნა, ნაყოფს გამოიღებს. ეს შეიძლება იყოს ფინანსური სარგებელი, პრემია, მორალური კმაყოფილება, თქვენი დამსახურების აღიარება ან უბრალოდ სასიამოვნო სიურპრიზი. წარმატების შედეგად უფრო მობილიზებული გახდებით და აქტიურად იმოქმედებთ, იგრძნობთ, რომ თქვენი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის და გამარჯვება ახლოსაა.
ტყუპი: დღეს საოცარ უნარს გამოამჟღავნებთ – შეგიძლიათ როგორც გააბათ ახალი ნაცნობობა, ისე გააფუჭოთ ძველ ნაცნობებთან ურთიერთობები. დღეს გაქვთ ენერგია, რომ გაიცნოთ ადამიანები და მათთან როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი კავშირები დაამყაროთ. რაც შეეხება ძველ ნაცნობებს, აქ საქმე პირიქითაა. იქნებით თავშეუკავებელი, ურთიერთობები შეიძლება საუკეთესო მეგობართანაც კი გაიფუჭოთ. ეს რომ არ მოხდეს, თავი უნდა გააკონტროლოთ.
კირჩხიბი: დღეს თქვენში ეჭვიანობის გრძნობა გაიღვიძებს. არაა აუცილებელი, რომ ეს გრძნობა მიმართული იყოს საყვარელი ადამიანის მიმართ, ან ამის საფუძველი გქონდეთ. მეგობრები, ნათესავები, კოლეგები – ნებისმიერი რისკავს, რომ თქვენი აუხსნელი ეჭვიანობის ან ეგოისტური განწყობის ობიექტი გახდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჰყვეთ ურთიერთობების გამორკვევის სურვილს – ეს კარგ არაფერს მოიტანს. გააკონტროლეთ საკუთარი თავი.
პეიზაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2019
ზოდიაქოს ყველაზე გაბედული და კეთილშობილი ნიშნები – ტოპ-სამეული
ლომი: არ არის გამორიცხული, რომ დღეს ვინმესთან შეჯიბრების სურვილი გაგიჩნდეთ. ჯანსაღმა აზარტმა შეიძლება ყველაფერს მგზნებარება მისცეს, მთავარია, გარშემომყოფებმა გაიგონ, რომ სხვებს არაფრით ჩამოუვარდებით. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ იმპულსს. ამას თქვენს ცხოვრებაში თამაშის ელემენტის შემოტანა და მისი გამრავალფეროვნება შეუძლია. მთავარია, რომ ზომიერება დაიცვათ და ეს შეჯიბრება თქვენი უპირატესობის დამტკიცების აკვიატებად არ იქცეს.
ქალწული: დღეს ბევრი რამ შეგიძლიათ, იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე თუნდა ერთი დღის, კვირის ან თვის წინ. ვარსკვლავები საოცარი აქტიურობითა და სიმტკიცით დაგაჯილდოებენ და ასევე იღბლიანობით საქმეებში. ამის წყალობით, ზუსტად გეცოდინებათ რა გააკეთოთ და როგორ. მაგრამ ასევე გეცოდინებათ, რას მოიმოქმედებენ სხვები. გარშემომყოფებს არ მოეწონებათ თქვენი განცალკევების, ცალკე მოქმედების იდეა, ამიტომ მოემზადეთ იმისთვის, რომ ისინი ამას შეეწინააღმდეგებიან.
სასწორი: ენერგიითა ხართ სავსე, თავდაჯერებულობა არ გაკლიათ. ვითარება გაიძულებთ, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეთ. შეძლებთ არა მარტო საკუთარ მოვალეობებთან შესანიშნავად გამკლავებას, არამედ ასევე საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენას. მზად იყავით იმისთვის, რომ ასეთმა არცთუ მოკრძალებულმა მოქმედებამ ირგვლივ მყოფების შური შეიძლება გამოიწვიოს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2019
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები
მორიელი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ოჯახი იქნება. მოქმედებებს მიმართავთ იმისკენ, რომ ოჯახს, ახლობელ ადამიანებს რამე სარგებელი მოუტანოთ, ან საცხოვრებელ სახლს მიხედოთ, მაგალითად მოაწყოთ ის. ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი იღბლიანი აღმოჩნდება და გაგახარებთ როგორც თქვენ, ისე თქვენს ახლობლებს. მთავარია, თქვენი ყოფა სხვისას არ შეადაროთ, რათა ამით განწყობა არ გაიფუჭოთ.
მშვილდოსანი: დღეს მოვლენების მორევში აღმოჩნდებით. ხართ ენერგიული, გონებამახვილი, შეგიძლიათ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. მზად ხართ, იმოქმედოთ, მით უმეტეს, რომ ხედავთ, ამ მოქმედებას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. არ არის გამორიცხული, რომ რამე მოვლენამ ან ახალმა ნაცნობობამ სასიამოვნოდ გაგაკვირვოთ.
თხის რქა: დღეს ვარსკვლავები მხარს ფულთან დაკავშირებულ საკითხებში დაგიჭერენ. შესანიშნავი დღეა, რომ ფინანსებს მიხედოთ. თუ გაქვთ გეგმა, როგორც გაზარდოთ შემოსავალი, ახლა სწორედ ამის დროა. ხელმძღვანელობასთან დალაპარაკება ხელფასის მომატების თაობაზე, ახალი პროექტის დაწყება, ფულის ჩადება და ა.შ. ამ ნებისმიერ ნაბიჯს სასიამოვნო შედეგი იქნება.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სექსუალობა, ანუ რითი ხიბლავენ ისინი პარტნიორებს
მერწყული: ვარსკვლავები ჯანსაღი ამბიციებით, ინიციატივითა და ენერგიით დაგაჯილდოებენ. ბედმა დღეს წინამძღოლობა გარგუნათ და გარშემომყოფებს ამასთან შეგუება მოუწევთ. ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ მხარს დაუჭერენ თქვენს წამოწყებებს. წარმატების შანსი გაქვთ იმ შემთხვევაშიც, თუ მარტო მოქმედებას გადაწყვეტთ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდეთ, მათ შორის ახალსაც.
თევზები: ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო სიურპრიზი გელოდებათ, თან ეს შეიძლება მოხდეს იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენდით. არაა გამორიცხული, რომ, მაგალითად, დიდი თანხა იპოვოთ, ან ლატარიაში მოიგოთ, დაიბრუნოთ უკვე დავიწყებული ვალი, საჩუქარი მიიღოთ თაყვანისმცემლისგან... ვარიანტი მრავალი შეიძლება იყოს. ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ბედის საჩუქრი არ გამოგეპაროთ.
ყველა ახალი ამბავი
0