https://sputnik-georgia.com/20210820/avRaeTis-winaaRdegobis-moZraobam-Talibebs-sami-raioni-waarTva-252636203.html
ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობამ თალიბებს სამი რაიონი წაართვა
ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობამ თალიბებს სამი რაიონი წაართვა
Sputnik საქართველო
წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წინააღმდეგობის ძალებმა ბაღლანის რაიონებისთვის ბრძოლებში ათობით თალიბი მოკლეს და დაჭრეს. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T20:48+0400
2021-08-20T20:48+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252587919_0:19:2930:1675_1920x0_80_0_0_397315a79f2635f356c9c20bd0c46de6.jpg
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის ყოფილი ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრი ბისმილა ხან მოჰამადი აცხადებს, რომ წინააღმდეგობის ძალებმა რადიკალურ მოძრაობა „თალიბანი“ პროვინცია ბაღლანის სამი რაიონიდან განდევნეს.სააგენტო РИА Новости-ს წყაროს ინფორმაციით, წინააღმდეგობის ძალებმა ბაღლანის რაიონებისთვის ბრძოლებში ათობით თალიბი მოკლეს და დაჭრეს. მანამდე ავღანეთის პროვინცია პანჯშერის წინააღმდეგობის მეომრებმა, რომელსაც „თალიბანი“ ვერ აკონტროლებს, დასავლეთს მოუწოდეს, დაეხმარონ მათ იარაღით. პანჯშერის წინააღმდეგობის მოძრაობას აჰმად მასუდი მეთაურობს, რომელიც თალიბებთან მებრძოლი „ჩრდილოეთის ალიანსის“ აწ გარდაცვლილი ხელმძღვანელის აჰმად შაჰ მასუდის ვაჟია. ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ბოლო ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა.17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ქვეყნის მმართველობის ახალი ფორმა, ბოევიკები გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარს აცხადებენ.
https://sputnik-georgia.com/20210819/CrdiloeTis-aliansi-dasavleTs-Talibebis-winaarmdeg-daxmarebassTxovs-iaraRiT-252617932.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252587919_0:0:2930:1842_1920x0_80_0_0_82e17d7ef4c8acbb46be221860f322b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობამ თალიბებს სამი რაიონი წაართვა
20:48 20.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წინააღმდეგობის ძალებმა ბაღლანის რაიონებისთვის ბრძოლებში ათობით თალიბი მოკლეს და დაჭრეს.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის ყოფილი ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრი ბისმილა ხან მოჰამადი აცხადებს, რომ წინააღმდეგობის ძალებმა რადიკალურ მოძრაობა „თალიბანი“ პროვინცია ბაღლანის სამი რაიონიდან განდევნეს.
„თალიბანის“ ტერორისტებთან ბრძოლა ჩემი მოვალეობაა. ბაღლანის რაიონები — ფული-ჰესარი, დეხ-სალაჰი და ბანუ წინაღმდეგობის ძალებმა დაიკავეს. წინააღმდეგობა ჯერ ისევ ცოცხალია!“ — დაწერა გენერალმა Twitter-ზე.
სააგენტო РИА Новости-ს წყაროს ინფორმაციით, წინააღმდეგობის ძალებმა ბაღლანის რაიონებისთვის ბრძოლებში ათობით თალიბი მოკლეს და დაჭრეს.
მანამდე ავღანეთის პროვინცია პანჯშერის წინააღმდეგობის მეომრებმა, რომელსაც „თალიბანი“ ვერ აკონტროლებს, დასავლეთს მოუწოდეს, დაეხმარონ მათ იარაღით. პანჯშერის წინააღმდეგობის მოძრაობას აჰმად მასუდი მეთაურობს, რომელიც თალიბებთან მებრძოლი „ჩრდილოეთის ალიანსის“ აწ გარდაცვლილი ხელმძღვანელის აჰმად შაჰ მასუდის ვაჟია.
ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ბოლო ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა.
17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ქვეყნის მმართველობის ახალი ფორმა, ბოევიკები გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარს აცხადებენ.