ფორუმი „არმია-2021“: დელეგაციები 97 ქვეყნიდან და კონტრაქტი 7 მილიარდ დოლარზე

© photo: Sputnik / Konstantin Morozov / გადასვლა მედიაბანკშიტექნიკა „არმია-2021-ზე“
ტექნიკა „არმია-2021-ზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი „არმია-2021“ რუსეთისა და მისი მოკავშირეების თავდაცვითი მრეწველობის ახალ მაღალტექნოლოგიურ ტრიუმფად იქცევა, მიაჩნია სამხედრო მიმომხილველს.
პოდმოსკოვიეს საგამოფენო ცენტრ „პატრიოტში“, რომელიც „ლაბინოს“ პოლიგონზე მდებარეობს, 22 აგვისტოს VII საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი „არმია-2021“ გაიხსება. სპეციალისტების „დახურული“ მუშაობის დღეები 22-25 აგვისტოა. მსურველები სტენდების, პოლიგონებისა და მოედნების თავისუფლად დათვალიერებას 26-28 აგვისტოს შეძლებენ.
რუსი ჯარისკაცი წვრთნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
მიმოხილვა: რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული წვრთნები „ურთიერთქმედება 2021“
სამხედრო უწყებების ხელმძღვანელები 97-დან 34 უცხოურ დელეგაციას ეყოლება სათავეში. შედარებისთვის: „არმია-2020-ის“ მუშაობაში 92 უცხოური სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, მაღალი დონის 18 უცხოური ოფიციალური დელეგაცია.
თავიანთ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას 13 ქვეყნის დაახლოებით 1500 საწარმო წარმოადგენს — სულ 20 ათას ნიმუშს.
ღონისძიებები ასევე გაიმართება რუსეთის 14 რეგიონის 26 მოედანზე, სადაც 300 ერთეული თანამედროვე საბრძოლო და სპეციალური ტექნიკა, 20 ხომალდი, დაახლოებით 70 თვითმფრინავი და ვერტმფრენი იქნება წარმოდგენილი.
ფორუმის საკვანძო თემებია საბრძოლო ავიაცია, სამხედრო-საზღვაო ფლოტი, რობოტიზებული არმია (ხელოვნური ინტელექტი), სამხედრო მედიცინა, სამხედრო მშენებლობა. სახმელეთო, საზღვაო და საავიაციო პოლიგონებზე ფართო სადემონსტრაციო პროგრამა საშუალებას მისცემს ფორუმის მონაწილეებს, მოქმედებაში დაადასტურონ თავიანთი ნაწარმის გაცხადებული მახასიათებლები, ტექნიკის მოყვარულებს ეს სიამოვნებას მიანიჭებს, ხოლო შეიარაღების დამკვეთებს მიეცემათ შესაძლებლობა – შეაფასონ სიახლეების ღირსებები.
სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-160 აღლუმზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
ახალი რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა Х-95: რა არის ცნობილი
ფორუმი უნიკალურ მოედნად მიიჩნევა უმაღლესი სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების, ინტელექტუალური იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის თანამედროვე და პერსპექტიული ნიმუშების წარმოსადგენად.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნები, რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეები — ბელარუსი და ყაზახეთი ფორუმზე ტრადიციულად აქტიურები არიან და ათობით სტენდზე აქვთ გაშლილი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მაღალტექნოლოგიური ნიმუშები.
ბელარუსის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსს წარმოადგენენ:
  • მინსკის საბურავებიანი გამწევების ქარხანა, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სისტემების მობილური კომპლექსების პლატფორმებით;
  • „აგატი“ — რადიო-სარელეო სადგურების, კავშირის მობილური კვანძების, ავტომატიზებული საკომანდო პუნქტების, ანტიტერორისტული სპეცსაშუალებების მწარმოებელი;
  • საკონსტრუქტორო ბიურო „დისპლეი“ — თავისი „უკვდავი“ ვიდეომონიტორებით თხევად-კრისტალურ პანელზე, და მკაცრ გარემო პირობებში მომუშავე გადასატანი ელექტრო-გამომთვლელი მანქანებით;
  • ჰოლდინგი „მართვის გეოინფორმაციული სისტემები“ — რომელიც მართვის სტაციონარულ და მოძრავ ავტომატიზებულ სისტემებს ამზადებს სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის, საბრძოლო მოქმედებების სისტემებისთვის, უპილოტო საავიაციო კომპლექსებისთვის;
  • აგატ-სისტემა — პროგრამირებადი, სამხედრო კავშირის მრავალმიზნობრივი ციფრული საშუალებების საწარმო;
  • 558-ე საავიაციო ქარხანა Су-30, Су-27, Су-25, Су-22, МиГ-29-ების რემონტისა და მოდერნიზაციის ქარხანა;
  • ტანკების რემონტისა და მოდერნიზაიის 140-ე ქარხანა;
  • საწარმო ATE–Engineering — რომელიც ცნობილია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, რადიოლოკაციური სადგურების, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების დიაგნოსტიკის ავტომატიზებული საშუალებების წარმოებით.
ყაზახეთის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსს წარმოადგენს:
  • კომპანია „კაზახსტან ინჟინირინგი“, რომელიც აერთიანებს უმსხვილეს მანქანათმშენებელ საწარმოებს და რომელიც ორმაგი დანიშნულების პროდუქციას აწარმოებს — სასაზღვრო გემებისა და კატარღების ჩათვლით;
  • უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი 811-ე ქარხანა, რომელიც ასევე აწარმოებს ავტომობილებისა და მუხლუხოვანი ტექნიკის რემონტს;
  • ცენტრალურ აზიაში წამყვანი ავიასარემონტო ქარხანა №405;
  • საწარმო „ტინისი“ — რომელიც საავიაციო ტექნიკისთვის კვანძებსა და აგრეგატებს ამზადებს;
  • კიროვის სახელობის ქარხანა — რომელიც მაღალტექნოლოგიური რადიოელექტრონული პროდუქციის 100-ზე მეტ სახეობას ამზადებს, მათ შორის „სამხედრო“ კომპიუტერებს;
  • მაღალტექნოლოგიური საწარმო Steel Manufacturing — რომელიც საერთაშორისო სტანდარტების სასროლ საბრძოლო მასალებს ამზადებს;
  • საწარმო „კაზახსტან ASELSAN ინჟინირინგი“ — რომელიც თანამედროვე ელექტრო-ოპტიკურ პროდუქციასა და კავშირის საშუალებებს უშვებს.

ტენდენციები და თავისებურებები

ფორუმ „არმია-2021“-ის ძირითადი აქცენტი ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე გამოსაყენებელი შეიარაღების რობოტიზებული კომპლექსებია. ეს ზოგადმსოფლიო ტენდენციაა, ხილულ მომავალში ადამიანი საბრძოლო მოქმედებების წინა ხაზიდან გავა.
თვითმავალი Мста-С წვრთნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
მიმოხილვა: რუსული საბრძოლო რობოტები - რუსეთის არმიის დღევანდელობა
სულ უფრო აქტუალური ხდება ახალი არქტიკული პროექტებიც — გამოფენაზე არსებობს სპეციალური ექსპოზიცია ზაპოლიარიეს ტექნიკისთვის: თოვლ-ჭაობმავალი ТРЭКОЛ ВЕГА, ტუნდრისთვის ადაპტირებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Тор-А და Панцирь-СА, საარმიო თოვლმავლები А1 და ТТМ 1901-40.
ფორუმის მოედნებზე პირველად გამოიფინება სამი საბრძოლო მანქანა — ტანკი Т-14 „არმატას“ პლატფორმაზე, ქვეითთა საბრძოლო მანქანა Т-15 და დაჯავშნილი სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Т-16.
ჯავშანტექნიკის სპეციალისტებისა და მცოდნეების ყურადღებას მიიპყრობს უახლესი სადესანტო მანქანა БМД-4М — მართვის ციფრული სისტემითა და მართვადი რაკეტა „არკანით“. არანაკლებ საინტერესოა სადესანტო ჯავშანტრანსპორტიორი „რაკუშკა“, რომელსაც ნებისმიერ უგზოობაზე გავლის უნარი აქვს — ორი მძღოლითა და ცამეტკაციანი ეკიპაჟით.
პოდმოსკოვიეში შეიძლება ნახოთ მსოფლიოში საუკეთესო რამდენიმე საბრძოლო მრავალმიზნობრივი და სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენები Ми-35М და Ми-35П „ფენიქსი“, მოიერიშე Ми-28НЭ-ს საექსპორტო ვერსია, მძიმე Ми-26Т2В.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ ფორუმზე 45 სახელმწიფო კონტრაქტზე (500 მლრდ რუბლის ღირებულებისა) ხელის მოწერას აპირებს. საუბარია კომპლექს „ურან-14“-ზე, დისტანციური დანაღმვის სისტემებზე, საარტილერიო და მძიმე ცეცხლმფრქვევ სისტემებზე, სახმელეთო ჯარების სპეცტექნიკაზე, ტანკებზე Т-90М.
გარდა ამისა, ხელი მოეწერება კონტრაქტებს სადაზვერვო გემებისა და სანაღმე ტრალების აგებაზე, მოდერნიზებული ავიატექნიკის მოწოდებასა და ზეზუსტი იარაღის შეძენაზე.
ყველა ახალი ამბავი
0