არჩევნები 2021: საკრებულოებში დეპუტატების რაოდენობა

გამოწერა
საქართველოში ადგილობრვი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.

მოსახლეობა დეპუტატებს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით აირჩევს. თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ რაიონში მოსახლეობის რაოდენობაზე.

ყველაზე მრავალრიცხოვანი თბილისის საკრებულოა, რომელიც 50 დეპუტატისგან არის დაკომპლექტებული. შემდეგ მოდის ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოები, სადაც 45–45 დეპუტატია. ყველაზე მცირერიცხოვანი კი ყაზბეგის საკრებულოა, რომელიც 18 დეპუტატისგან შედგება.

2 ოქტომბერს, საკრებულოს დეპუტატების გარდა, მერების არჩევნებიც გაიმართება. არჩევნების შედეგების მიხედვით საკუთარ პოსტებს 64 საკრებულოში 2.044 დეპუტატი და 64 მუნიციპალიტეტის მერი დაიკავებს. „Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს დაწვრილებით ინფორმაციას დედაქალაქსა და რეგიონებში საკრებულოების დეპუტატების რაოდენობის შესახებ.

ქვეყნის მოსახლეობა მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს პირდაპირი კენჭისყრით აირჩევს.

ყველა ახალი ამბავი
0