თამარ გაბუნია: თავშესაფრებში ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს

© Sputnik / STRINGERრეანიმობილი
რეანიმობილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. თავშესაფრებში მცხოვრები პირების ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის თავშესაფრებში დაახლოებით 100 ადამიანია აცრილი.
„დაახლოებთ 250 არის სამიზნე ჯგუფი ბენეფიციარებისა და მომვლელი პერსონალის ჩათვლით, ვინც განაცხადა თანხმობა, რომ აიცრას. მობილური ბრიგადა გადის თავშესაფრებში რეანომობილის თანმხლებით, რათა აცრა ჩატარდეს უსაფრთხოდ. მოგეხსენებათ, ამას გარკვეული დრო სჭირდება იმის გათვალისწინებითაც, თუ რამდენად დატვირთულია დღეს რეანომობილის სერვისი. ამ ჯგუფიდან დაახლოებით 50 პროცენტი აიცრა“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი ინფორმაციით, პროგრამაში ჩართულ სხვა დანარჩენ თავშესაფრებსა და ხანდაზმულთა სახლებში ვაქცინაციის პროცესი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დასრულდება.
ორსული ქალი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
უსაფრთხოა თუ არა ორსულების Pfizer-ით ვაქცინაცია
„ხურვალეთში აცრები დაგეგმილია ხვალისთვის. თითო დაწესებულების მოცვას თითო დღე სჭირდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0