კინო, მუსიკა, ხელოვნება – შვეიცარიაში ფესტივალი „ხიდი: ციურიხი–თბილისი“ გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Yuriev / გადასვლა მედიაბანკშიციურიხი
ციურიხი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
შვეიცარიელ საზოგადოებას ექნება უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოს ქართული კინოს, მუსიკისა და ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ქართული კულტურის ფესტივალი „ხიდი: ციურიხი–თბილისი“ ციურიხში 1 ოქტომბერს გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
გია აგუმავა - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
ლოკარნოს კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ქართველი დააჯილდოვეს
ფორუმი შვეიცარიელ საზოგადოებას მრავალფეროვან პროგრამას წარუდგენს – კინოს, ლიტერატურას, მუსიკას, არქიტექტურას, ხელოვნების სხვა მიმართულებებს.
რაც შეეხება კინოს, ღონისძიების ფარგლებში აჩვენებენ ქართველი ქალი რეჟისორების ფილმებს. ფილმების რესტროსპექტივის მხარდამჭერია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. მაყურებელი იხილავს ცხრა ცნობილი ქართველი ქალი რეჟისორის ფილმებს.
ეს ფილმებია:
  1. „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა” და „ატლანტი” (რეჟისორი ნანა ჯორჯაძე)
  2. „ოქროს ძაფი”, „ვალსი პეჩორაზე” და „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (რეჟისორი ლანა ღოღობერიძე)
  3. „გრძელი ნათელი დღეები” და „ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი)
  4. „კრედიტის ლიმიტი” (რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი)
  5. „სხვისი სახლი” (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე)
  6. „დედე” (რეჟისორი მარიამ ხაჭვანი)
  7. „დასაწყისი” (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი)
  8. „ჰორიზონტი” (რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი)
  9. „საშიში დედა” (რეჟისორი ანა ურუშაძე)
„ხიდი: ციურიხი-თბილისი” მიზნად ისახავს ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას, თანამშრომლობის ქსელის შექმნას და ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას.
ყველა ახალი ამბავი
0