https://sputnik-georgia.com/20210820/Sorena-begaSvilikosta-bravaze-isvenebs-252636325.html
ბეგაშვილმა მდიდრული შვებულება კოსტა ბრავაზე მოიწყო – პიკანტური ფოტოები მზიანი სანაპიროდან
ბეგაშვილმა მდიდრული შვებულება კოსტა ბრავაზე მოიწყო – პიკანტური ფოტოები მზიანი სანაპიროდან
Sputnik საქართველო
ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი მოგზაურობას პანდემიის პერიოდშიც არ უშინდება და ოქროსფერი ქვიშით დაფარულ სანაპიროზე ისვენებს. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T21:33+0400
2021-08-20T21:33+0400
2023-08-17T12:56+0400
წასაკითხი ამბები
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1f/250505814_0:120:1080:728_1920x0_80_0_0_5e035118db10307344629506c8ba77e4.jpg
ბეგაშვილმა „ინსტაგრამის“ გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ლოკაციად კოსტა ბრავა აქვს მითითებული.მოდელი ზაფხულის ცხელ დღეებს რომანტიკულ გარემოში, ლურჯი ზღვის, ვარდისფერი ქვებისა და ქვიშიანი სანაპიროს ფონზე ატარებს. ოღონდ უცნობია, დასასვენებლად კვლავ საყვარელ მამაკაცთან ერთად გაემგზავრა, თუ სასიამოვნო დღეებს მარტო ატარებს.შორენა „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს მხოლოდ თავისი პიკანტური ფოტოებით ანებივრებს. მისი განუმეორებელი გარეგნობა და სილამაზე ბევრს აღაფრთოვანებს და მოდელს სასიამოვნო კომპლიმენტებითაც ანებივრებენ.* „შორენა, ულამაზესი ხარ. ყოველ დღე იძერწები და იხვეწები, მართლაც საოცარი ქმნილება ხარ“.* „ყველაზე მაგარი ქალი ხარ საქართველოში“.* „ბედნიერებას ასხივებ. როგორ მიყვარს ბედნიერი ადამიანები და რა ცოტა ჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის“, – წერენ მოდელის ინსტაგრამ-ხელმომწერები.მანამდე შრორენა ბარსელონაში ისვენებდა. როგორც ფოტოებში ჩანს, ის ხშირად სტუმრობდა ძვირადღირებულ რესტორნებსა და ღია კაფეებს.შორენა ბეგაშვილი ბარსელონაში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდა საყვარელ მამაკაცთან ერთად. მისი ახალი პარტნიორი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელია. როგორც მსახიობი ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა. უკვე ორი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, ისევე, როგორც მორიგი ახალი ურთიერთობა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1f/250505814_0:19:1080:829_1920x0_80_0_0_33bf1c04769c340fa5e9ec203426ed7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები, ქართველი ცნობადი სახეები
წასაკითხი ამბები, ქართველი ცნობადი სახეები
ბეგაშვილმა მდიდრული შვებულება კოსტა ბრავაზე მოიწყო – პიკანტური ფოტოები მზიანი სანაპიროდან
21:33 20.08.2021 (განახლებულია: 12:56 17.08.2023) ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი მოგზაურობას პანდემიის პერიოდშიც არ უშინდება და ოქროსფერი ქვიშით დაფარულ სანაპიროზე ისვენებს.
ბეგაშვილმა
„ინსტაგრამის“ გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ლოკაციად კოსტა ბრავა აქვს მითითებული.
მოდელი ზაფხულის ცხელ დღეებს რომანტიკულ გარემოში, ლურჯი ზღვის, ვარდისფერი ქვებისა და ქვიშიანი სანაპიროს ფონზე ატარებს. ოღონდ უცნობია, დასასვენებლად კვლავ საყვარელ მამაკაცთან ერთად გაემგზავრა, თუ სასიამოვნო დღეებს მარტო ატარებს.
შორენა „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს მხოლოდ თავისი პიკანტური ფოტოებით ანებივრებს. მისი განუმეორებელი გარეგნობა და სილამაზე ბევრს აღაფრთოვანებს და მოდელს სასიამოვნო კომპლიმენტებითაც ანებივრებენ.
* „შორენა, ულამაზესი ხარ. ყოველ დღე იძერწები და იხვეწები, მართლაც საოცარი ქმნილება ხარ“.
* „ყველაზე მაგარი ქალი ხარ საქართველოში“.
* „ბედნიერებას ასხივებ. როგორ მიყვარს ბედნიერი ადამიანები და რა ცოტა ჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის“, – წერენ მოდელის ინსტაგრამ-ხელმომწერები.
მანამდე შრორენა ბარსელონაში ისვენებდა. როგორც ფოტოებში ჩანს, ის ხშირად სტუმრობდა ძვირადღირებულ რესტორნებსა და ღია კაფეებს.
შორენა ბეგაშვილი ბარსელონაში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდა საყვარელ მამაკაცთან ერთად. მისი ახალი პარტნიორი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელია. როგორც მსახიობი ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა. უკვე ორი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, ისევე, როგორც მორიგი ახალი ურთიერთობა.