ქუთაისში ათწლიანი ლოდინის შემდეგ 47 წლის კოვიდ-ინფიცირებულ ქალს ტყუპი შეეძინა

CC BY-SA 2.0 / Bridget Coila / Holding Hands With a Newborn Babyახალშობილისა და დედის ხელები
ახალშობილისა და დედის ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
გამოწერა
როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ქუთაისში 47 წლის კოვიდ-დადებითი ქალი ტყუპი ქალ-ვაჟის დედა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლინიკა „ბომონდი" ავრცელებს.
კლინიკის ინფორმაციით, ქალი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა.
„ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა. აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კლინიკის ინფორმაციით, დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ყველა ახალი ამბავი
0