სად და ვისთან ერთად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი ფერისცვალების დღესასწაულს

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გამოწერა
თორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი – ფერისცვალება საქართველოს ყველა ტაძარში საზეიმო ლიტურგიით აღინიშნება.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს.
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულს დღეს, 19 აგვისტოს აღნიშნავს.
ზურაბიშვილი დღესასწაულს კახეთში, ალავერდის მონასტერში შვილიშვილთან ერთად შეხვდა.
„ფერისცვალებას ალავერდიდან გილოცავთ!“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
ფერისცვალება — თორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. დღეს საზეიმო წირვა საქართველოს ყველა ტაძარში ტარდება უსაფრთხოების ზომების დაცვით.
ყველა ახალი ამბავი
0