https://sputnik-georgia.com/20210819/zurab-zviadauri-252623097.html
„კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება...“ – რას წერს გელა დაიაური ზვიადაურზე
„კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება...“ – რას წერს გელა დაიაური ზვიადაურზე
Sputnik საქართველო
პოეტი გელა დაიაური წინანდალში მომხდარ სისხლიან გარჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული... 19.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-19T14:45+0400
2021-08-19T14:45+0400
2023-07-20T15:44+0400
აქტუალური თემები
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24200/42/242004252_0:125:1560:1003_1920x0_80_0_0_07375f573b7d3ca359123ffe4d8486a2.jpg
„კაცს, რომელსაც ძმა და მეგობარი მოუკლეს და მოგერიების მიზნით მკვლელს ესროლა, მერე მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანა და ჩაბარდა პოლიციას, კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელა ოლიმპიადის მოგებით, კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც“, – წერს დაიაური.ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური 17 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს 27 წლის ნიკოლოზ კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.შემთხვევა 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. აღნიშნული დაპირისპირებისას ახმეტის მკვიდრმა ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამ დაპირისპირებაში მონაწილე ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.შედეგად, კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. მიღებული დაზიანებებით ორი პირი – ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.გამოძიების მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა ნიკოლოზ კენჭოშვილი.ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაური და ის ბრალს არ აღიარებს.
https://sputnik-georgia.com/20210819/mkvleloba-kaxeTSi-zurab-zviadaurs-da-jaba-jangiraSvils-patimroba-Seefarda-252617484.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24200/42/242004252_0:0:1560:1170_1920x0_80_0_0_8d240d9534b91251e4aa28bc0a7d6621.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აქტუალური თემები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
აქტუალური თემები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
„კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება...“ – რას წერს გელა დაიაური ზვიადაურზე
14:45 19.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) პოეტი გელა დაიაური წინანდალში მომხდარ სისხლიან გარჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„კაცს, რომელსაც ძმა და მეგობარი მოუკლეს და მოგერიების მიზნით მკვლელს ესროლა, მერე მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანა და ჩაბარდა პოლიციას, კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელა ოლიმპიადის მოგებით, კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც“, – წერს დაიაური.
ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური 17 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს 27 წლის ნიკოლოზ კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.
შემთხვევა 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. აღნიშნული დაპირისპირებისას ახმეტის მკვიდრმა ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამ დაპირისპირებაში მონაწილე ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
შედეგად, კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. მიღებული დაზიანებებით ორი პირი – ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიების მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა ნიკოლოზ კენჭოშვილი.
ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაური და ის ბრალს არ აღიარებს.