საქართველოს ყოველი მეხუთე შრომისუნარიანი მოქალაქე უმუშევარია – სტატისტიკური მონაცემები

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობა ქვეყნის ყველა მცხოვრების 54,1%-ია. ეს მაჩვენებელი ერთ წელიწადში 1,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში უმუშევრობის დონემ 2021 წლის მეორე კვარტალში 22,1%-ს მიაღწია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე.
საქართველოს ხელისუფლებამ თებერვალში გააფართოვა იმ მოქალაქეთა წრე, რომლებმაც 2020 წელს პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს და შეუძლიათ უმუშევართა დახმარების იმედი იქონიონ, ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ უმუშევრობის დონე უახლოეს თვეებში კიდევ მოიმატებს.
უმუშევრობა ციფრებში
საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წლის მეორე კვარტალში 3,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 22,1% შეადგინა.
  • საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში ქალაქის ტიპის დასახლებების მაჩვენებელთან შედარებით დაბალია – 2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 2,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 6,2%-ით და შეადგინა, შესაბამისად, 24,1% და 19,0%.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში – 2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის, 5,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 24,5% შეადგინა, ქალებს შორის კი 1,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18,9% შეადგინა.
მოსახლეობის აქტიურობა
„საქსტატის“ მონაცემებით, ეკონომიკურად აქტიური შრომისუნარიანი მოსახლეობის მაჩვენებელმა 2021 წლის მეორე კვარტალში 54,1% შეადგინა – 1,1%-ით მეტი, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.
  • ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან სთავაზობს საკუთარ შრომას. ამასთან, ის უმუშევრად ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო გამომუშავების მიზნით, ეძებდა სამუშაოს ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და მზადაა დაიწყოს მუშაობა უახლოეს ორ კვირაში.
„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში ერთი პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1,3 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში“, – აღნიშნულია „საქსტატის" მასალებში.
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
რამდენმა ადამიანმა მიიღო უმუშევრობის კომპენსაცია ივლისში
2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68,5 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
აქტიურობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა ქალებს შორის შეადგინა 40,7%, მამაკაცებს შორის – 63,7%. ქალების აქტიურობის დონე 0,3 პროცენტული პუნქტით, მამაკაცებისა კი 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
უმუშევრებს საქართველოში ახლებურად ითვლიან
ოფიციალურად 2020 წლის ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სტანდარტების თანახმად, მეთოდოლოგია ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა კვალიფიკაციის შეცვლას. მანამდე „საქსტატი“ უმუშევრებს 1982 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით ითვლიდა.
ქუჩაში პირბადეებით ეპიდემიის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2020
უმუშევრებს საქართველოში ახლებურად დაითვლიან: „საქსტატი“ მეთოდოლოგიას ცვლის
ახალი სტანდარტებით, საკუთარ მეურნეობაში დასაქმებულები, რომლებიც პროდუქციის ნახევარზე მეტს პირადი მოხმარებისთვის აწარმოებენ, აღარ ჩაითვლებიან თვითდასაქმებულებად, არამედ იქნებიან მიჩნეული უმუშევრებად ან არასამუშაო ძალად.
„საქსტატში“ თავიდანვე განაცხადეს, რომ ახალი სტანდარტის შემოღება გამოიწვევდა დასაქმების დონის შემცირებას და უმუშევრობის დონის ზრდას.
სტატისტიკის სამსახურმა უმუშევრობის მაჩვენებლები ახალი სტანდარტით 2010 წლიდან განაახლა. ახალი მონაცემების თანახმად, უმუშევრობის დონემ 2010 წელს 27,2% შეადგინა, მაშინ, როცა ადრე ეს მაჩვენებელი 17,4% იყო – 9,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური