ქაბული თალიბების დაქვემდებარებაში – ფოტოები ავღანეთის დედაქალაქიდან
11:10 19.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023)
გამოწერა
ფოტოკადრებში იხილავთ, როგორ შეიცვალა ავღანეთის დედაქალაქი რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ხელისუფლება თალიბებმა გადაიბარეს.
ბოლო დღეების განმავლობაში ავღანეთში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა – თალიბებმა დიდი ქალაქები აიღეს. კვირას მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი აკონტროლებდნენ ყველა სასაზღვრო წერტილს. მოგვიანებით ბოევიკებმა განაცხადეს, რომ შევიდნენ ქაბულში და კონტროლი დაამყარეს პრეზიდენტის სასახლეზე.
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ ქვეყანა დატოვა, „რათა თავიდან აერიდებინა ხოცვა-ჟლეტა“. კვირა–ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულდა, ხოლო სახელმწიფოს მართვის ფორმა მალე დადგინდება.
შემდგომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს მოუწოდა, უზრუნველყონ უცხოელებისა და ქვეყნიდან წასვლის სურვილის მქონე ავღანელების უსაფრთხო გასვლა. დოკუმენტს ხელი მოაწერა 60-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, კანადამ, ევროპის ქვეყნებმა, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთმა სახელმწიფოებმა.
© AP Photo / Rahmat Gulრამდენიმე დღეა ქაბულს თალიბები აკონტროლებენ
1/12
© AP Photo / Rahmat Gul
რამდენიმე დღეა ქაბულს თალიბები აკონტროლებენ
© AP Photo / Rahmat Gul„თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის დედაქალაქში შეიარაღებულები დადიან
2/12
© AP Photo / Rahmat Gul
„თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის დედაქალაქში შეიარაღებულები დადიან
© AP Photo / Rahmat Gulისინი ქალაქში მანქანებს ამოწმებენ
3/12
© AP Photo / Rahmat Gul
ისინი ქალაქში მანქანებს ამოწმებენ
© AP Photo / Rahmat Gulქალაქზე კონტროლის დამყარება სისხლისღვრის გარეშე მოხდა - ქვეყანა დატოვეს პრეზიდენტმა და ხელიფუსლების სხვადასხვა წევრებმა
4/12
© AP Photo / Rahmat Gul
ქალაქზე კონტროლის დამყარება სისხლისღვრის გარეშე მოხდა - ქვეყანა დატოვეს პრეზიდენტმა და ხელიფუსლების სხვადასხვა წევრებმა
© AP Photo / Rahmat Gulთალიბების თქმით, ავღანეთში მმართველობის ფორმა მალე დადგინდება
5/12
© AP Photo / Rahmat Gul
თალიბების თქმით, ავღანეთში მმართველობის ფორმა მალე დადგინდება
© AP Photo / Rahmat Gulჯერ-ჯერობით ისინი საკუთარ წესრიგს ამყარებენ
6/12
© AP Photo / Rahmat Gul
ჯერ-ჯერობით ისინი საკუთარ წესრიგს ამყარებენ
© AP Photo / Rahmat Gulქალაქის ქუჩებში ასევე გადაადგილდება თალიბების ჯავშანტექნიკა
7/12
© AP Photo / Rahmat Gul
ქალაქის ქუჩებში ასევე გადაადგილდება თალიბების ჯავშანტექნიკა
© AP Photo / Rahmat Gulავღანეთში მიმდინარე მოვლენები ბევრისათვის შოკისმომგვრელი იყო
8/12
© AP Photo / Rahmat Gul
ავღანეთში მიმდინარე მოვლენები ბევრისათვის შოკისმომგვრელი იყო
© AP Photo / Rahmat Gulროგორ იცხოვრებს შემდგომში ეს ქვეყანა და რა ზომებს მიიღებს საერთაშორისო საზოგადოება, ჯერ-ჯერობით უცნობია
9/12
© AP Photo / Rahmat Gul
როგორ იცხოვრებს შემდგომში ეს ქვეყანა და რა ზომებს მიიღებს საერთაშორისო საზოგადოება, ჯერ-ჯერობით უცნობია
© AP Photo / Rahmat Gulდიდი ქალაქებისა და დედაქალაქის აღების შემდეგ, თალიბანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ავღანეთში ომი დასრულდა
10/12
© AP Photo / Rahmat Gul
დიდი ქალაქებისა და დედაქალაქის აღების შემდეგ, თალიბანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ავღანეთში ომი დასრულდა
© AP Photo / Shekib Rahmaniქაბულის დატოვების მსურველთა რაოდენობა იზრდება. ბევრი ცდილობდა ავღანეთის დატოვებას თვითმფრინავებით. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე დროებითი კონტროლი დაამყარეს ამერიკელმა სამხედროებმა
11/12
© AP Photo / Shekib Rahmani
ქაბულის დატოვების მსურველთა რაოდენობა იზრდება. ბევრი ცდილობდა ავღანეთის დატოვებას თვითმფრინავებით. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე დროებითი კონტროლი დაამყარეს ამერიკელმა სამხედროებმა
© AP Photo / Riccardo De Lucaსიტუაციის გამწვავების შემდეგ, ქვეყანა მყისიერად დატოვეს დიპლომატებმა და უცხოური ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა
12/12
© AP Photo / Riccardo De Luca
სიტუაციის გამწვავების შემდეგ, ქვეყანა მყისიერად დატოვეს დიპლომატებმა და უცხოური ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა