https://sputnik-georgia.com/20210819/poloneTSi-qarTuli-Rvinis-degustaciebi-gaimarTa-252623740.html
პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა
პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა
Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად პოლონეთში აქტიური მარკეტინგული კამპანია გრძელდება. 19.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-19T16:11+0400
2021-08-19T16:11+0400
2021-10-19T18:03+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
ქართული ღვინო
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23390/95/233909552_93:256:968:750_1920x0_80_0_0_40bf3c72adab6905fca03a20d773ab7a.jpg
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და კონტრაქტორი კომპანია „მალინოვას“ ორგანიზებით ქართული ღვინის დეგუსტაციები კრაკოვსა და კატოვიცეში გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.უწყების ცნობით, პოლონეთის აღნიშნულ ქალაქებში წარმოდგენილი იყო კლასიკური მეთოდით და ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოები, მათ შორის ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ახლა იმკვიდრებენ ადგილს პოლონეთის ღვინის ბაზარზე.დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მას გამომცემლობა Vinisfera-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა.პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 3,3 მლნ ბოთლს შეადგენს, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერდიოდთან შედარებით 28%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23390/95/233909552_172:265:945:750_1920x0_80_0_0_7cd9c946c1eaf9d48f9a3506a2cbb450.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, ქართული ღვინო, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, ქართული ღვინო, საქართველო
პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა
16:11 19.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად პოლონეთში აქტიური მარკეტინგული კამპანია გრძელდება.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და კონტრაქტორი კომპანია „მალინოვას“ ორგანიზებით ქართული ღვინის დეგუსტაციები კრაკოვსა და კატოვიცეში გაიმართა,
იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, პოლონეთის აღნიშნულ ქალაქებში წარმოდგენილი იყო კლასიკური მეთოდით და ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოები, მათ შორის ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ახლა იმკვიდრებენ ადგილს პოლონეთის ღვინის ბაზარზე.
დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მას გამომცემლობა Vinisfera-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა.
პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 3,3 მლნ ბოთლს შეადგენს, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერდიოდთან შედარებით 28%-ია.