https://sputnik-georgia.com/20210817/yvellazedzviriani-nivtebi-252608184.html
ხუთი ყველაზე ძვირადღირებული ნივთი მსოფლიოში: საუკეთესოებს შორის საუკეთესოთა რეიტინგი
ხუთი ყველაზე ძვირადღირებული ნივთი მსოფლიოში: საუკეთესოებს შორის საუკეთესოთა რეიტინგი
Sputnik საქართველო
ძალიან, ძალიან ბევრი ფული რომ გქონდეთ, რაში დახარჯავდით დაუნანებლად? რამდენს გადაიხდიდით ახალ მანქანაში? ნიშნობის ბეჭედში? ან, იქნებ, ბრილიანტით დაფარულ საათს... 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T19:15+0400
2021-08-17T19:15+0400
2021-08-17T22:25+0400
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23939/13/239391337_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_063fd30e5e8b18e8b24c7510be50cd55.jpg
საკუთარ ფულს ყველა ისე ხარჯავს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. მილიონერები და მილიარდერები კი ხშირად მზად არის გადაიხადონ გიჟური თანხები საუკეთესო, ან ყველაზე იშვიათი ნივთებისთვის.დღევანდელ სტატიაში ხუთ ერთმანეთისგან განსხვავებულ ნივთს წარმოგიდგენთ, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი რამ აერთიანებთ – უსაშველოდ მაღალი ფასი.5. შოპარდის 201-კარატიანი საათი (201-carat gemstone watch)ფასი – 25 მლნ დოლარიშოპარდის ყველა საათი ხარისხითა და უაღრესად უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. ეს განსაკუთრებით ეხება 201-კარატიან, მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებულ საათს. 2000 წელს დამზადებული ეს კაშკაშა აქსესუარი მხოლოდ ფუფუნების საგანი აღარაა.მთლიანად ხელნაკეთი საათი არაჩვეულებრივი ფერითა და ლამაზი ფორმებით გამოირჩევა. შეიცავს სხვადასხვა ფერისა (ყვითელი, ლურჯი, თეთრი და ვარდისფერი) და ზომის 874 მაღალი ხარისხის ბრილიანტს.4. 1964 წლის ფერარი 250 GTO (1963 Ferrari GTO)ფასი – 70 მლნ დოლარი1963 Ferrari 250 GTO ყველაზე ძვირადღირებული მანქანაა, რაც კი ოდესმე გაყიდულა. ის აუქციონების რეკორდსმენია. ამ მოდელში კოლექციონერები ყველაზე მეტ ფულს იხდიან. მისი ერთ-ერთი ეგზემპლარი რამდენიმე წლის წინ 70 მლნ დოლარად ერთ-ერთმა გერმანელმა კოლექციონერმა იყიდა და ის ყველაზე ძვირად გაყიდულ მანქანად იქცა. ასეთი მაღალი ფასი იმით აიხსნება, რომ საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. მისი 12-ცილინდრიანი ძრავა 290 ცხენის ძალას ავითარებს.მოკლედ, უყურეთ ვიდეოებს – ეს მანქანა თავის თავზე თვითონ ლაპარაკობს.3. „ბანქოს მოთამაშეები“ (ნახატი) (The Card Players)ფასი – 250 მლნ დოლარიფრანგი მხატვრის პოლ სეზანის ნახატი „ბანქოს მოთამაშეები“ ბოლოს 1953 წელს გამოიფინა. სურათი დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა „კრისტის“ სპეციალისტებმა მას მაინც მიაკვლიეს ტეხასში, ექიმ ჰაინც ეიჰველდის კერძო კოლექციაში.1890-1896 წლებში შექმნილი „ბანქოს მოთამაშეები" ხუთი ნახატის სერიას წარმოადგენს. სურათები ერთმანეთისგან ბანქოს მოთამაშეების რაოდენობით და ზომებით განსხვავდება. ოთხი ტილო მუზეუმში ინახება, ხოლო მეხუთე 2011 წელს კატარის სამეფო დინასტიამ 250 მლნ დოლარად იყიდა.2. ანტილას კოშკი (Antilia)ფასი – 1.2 მლრდ დოლარიმსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი, რომელიც მუმბაიში მდებარეობს, ინდოელ მილიარდერ მუშეკ ამბანს ეკუთვნის. 27-სართულიანი სახლი ისეა აგებული, რომ 8-ბალიან მიწისძვრას გაუძლებს. მის სახურავზე ერთდროულად სამი ვერტმფრენი ეტევა და 168 საპარკინგე ადგილი აქვს. სახლი აღჭურვილია ცხრა სხვადასხვა სიჩქარის ლიფტით, 50-ადგილიანი თეატრით, საცურაო აუზებით, ტაძრითა და თოვლის ოთახითაც კი, სადაც ჭერიდან და კედლებიდან თოვლის ფიფქები ცვივა.1. იახტა History Supremeფასი – 4.5 მლრდ დოლარიHistory Supreme - ეს უნიკალური იახტა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება. იახტის სიგრძე 30 მეტრია, მის მოსაპირკეთებლად კი გამოყენებულია 100 კგ სუფთა ოქრო და პლატინა. მოპირკეთებულია თითქმის მთელი იახტა, ფსკერის ჩათვლით. იახტაზე ისეთ ექსტრავაგანტულ ნივთებსაც შეხვდებით, როგორებიცაა ტირანოზავრის ძვლებისგან დამზადებული ქანდაკებები და 18-კარატიანი ბრილიანტისგან დამზადებული ღვინის ჭიქები. ავეჯი დამზადებულია უძვირფასესი და უიშვიათესი ხის ჯიშებისგან.იახტა შეუკვეთა უცნობმა მალაიზიელმა ბიზნესმენმა, ხოლო მის შექმნას 3 წელი მოანდომეს (ნახაზებიდან წყალში ჩაშვებამდე).და ბონუსად: ფრინველ Huia-ს ბუმბული, რომელიც სულ 10 გრამს იწონის და უცნობმა კოლექციონერმა 10 ათას დოლარად იყიდა. Huia ამჟამად გადაშენებულ ჩიტად ითვლება და ეს ბუმბული მისგან მორჩენილი უკანასკნელი რამაა. ვერაფერს ვიტყვით, ეს ბუმბული ნამდვილი ფავორიტია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23939/13/239391337_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_3363b566c1c8b459c89441581bb9e130.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები
ხუთი ყველაზე ძვირადღირებული ნივთი მსოფლიოში: საუკეთესოებს შორის საუკეთესოთა რეიტინგი
19:15 17.08.2021 (განახლებულია: 22:25 17.08.2021) ძალიან, ძალიან ბევრი ფული რომ გქონდეთ, რაში დახარჯავდით დაუნანებლად? რამდენს გადაიხდიდით ახალ მანქანაში? ნიშნობის ბეჭედში? ან, იქნებ, ბრილიანტით დაფარულ საათს ანიჭებთ უპირატესობას?
საკუთარ ფულს ყველა ისე ხარჯავს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. მილიონერები და მილიარდერები კი ხშირად მზად არის გადაიხადონ გიჟური თანხები საუკეთესო, ან ყველაზე იშვიათი ნივთებისთვის.
დღევანდელ სტატიაში ხუთ ერთმანეთისგან განსხვავებულ ნივთს წარმოგიდგენთ, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი რამ აერთიანებთ – უსაშველოდ მაღალი ფასი.
5. შოპარდის 201-კარატიანი საათი (201-carat gemstone watch)
შოპარდის ყველა საათი ხარისხითა და უაღრესად უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. ეს განსაკუთრებით ეხება 201-კარატიან, მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებულ საათს. 2000 წელს დამზადებული ეს კაშკაშა აქსესუარი მხოლოდ ფუფუნების საგანი აღარაა.
მთლიანად ხელნაკეთი საათი არაჩვეულებრივი ფერითა და ლამაზი ფორმებით გამოირჩევა. შეიცავს სხვადასხვა ფერისა (ყვითელი, ლურჯი, თეთრი და ვარდისფერი) და ზომის 874 მაღალი ხარისხის ბრილიანტს.
4. 1964 წლის ფერარი 250 GTO (1963 Ferrari GTO)
1963 Ferrari 250 GTO ყველაზე ძვირადღირებული მანქანაა, რაც კი ოდესმე გაყიდულა. ის აუქციონების რეკორდსმენია. ამ მოდელში კოლექციონერები ყველაზე მეტ ფულს იხდიან. მისი ერთ-ერთი ეგზემპლარი რამდენიმე წლის წინ 70 მლნ დოლარად ერთ-ერთმა გერმანელმა კოლექციონერმა იყიდა და ის ყველაზე ძვირად გაყიდულ მანქანად იქცა. ასეთი მაღალი ფასი იმით აიხსნება, რომ საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. მისი 12-ცილინდრიანი ძრავა 290 ცხენის ძალას ავითარებს.
მოკლედ, უყურეთ ვიდეოებს – ეს მანქანა თავის თავზე თვითონ ლაპარაკობს.
3. „ბანქოს მოთამაშეები“ (ნახატი) (The Card Players)
ფრანგი მხატვრის პოლ სეზანის ნახატი „ბანქოს მოთამაშეები“ ბოლოს 1953 წელს გამოიფინა. სურათი დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა „კრისტის“ სპეციალისტებმა მას მაინც მიაკვლიეს ტეხასში, ექიმ ჰაინც ეიჰველდის კერძო კოლექციაში.
1890-1896 წლებში შექმნილი „ბანქოს მოთამაშეები" ხუთი ნახატის სერიას წარმოადგენს. სურათები ერთმანეთისგან ბანქოს მოთამაშეების რაოდენობით და ზომებით განსხვავდება. ოთხი ტილო მუზეუმში ინახება, ხოლო მეხუთე 2011 წელს კატარის სამეფო დინასტიამ 250 მლნ დოლარად იყიდა.
2. ანტილას კოშკი (Antilia)
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი, რომელიც მუმბაიში მდებარეობს, ინდოელ მილიარდერ მუშეკ ამბანს ეკუთვნის. 27-სართულიანი სახლი ისეა აგებული, რომ 8-ბალიან მიწისძვრას გაუძლებს. მის სახურავზე ერთდროულად სამი ვერტმფრენი ეტევა და 168 საპარკინგე ადგილი აქვს. სახლი აღჭურვილია ცხრა სხვადასხვა სიჩქარის ლიფტით, 50-ადგილიანი თეატრით, საცურაო აუზებით, ტაძრითა და თოვლის ოთახითაც კი, სადაც ჭერიდან და კედლებიდან თოვლის ფიფქები ცვივა.
History Supreme - ეს უნიკალური იახტა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება. იახტის სიგრძე 30 მეტრია, მის მოსაპირკეთებლად კი გამოყენებულია 100 კგ სუფთა ოქრო და პლატინა. მოპირკეთებულია თითქმის მთელი იახტა, ფსკერის ჩათვლით. იახტაზე ისეთ ექსტრავაგანტულ ნივთებსაც შეხვდებით, როგორებიცაა ტირანოზავრის ძვლებისგან დამზადებული ქანდაკებები და 18-კარატიანი ბრილიანტისგან დამზადებული ღვინის ჭიქები. ავეჯი დამზადებულია უძვირფასესი და უიშვიათესი ხის ჯიშებისგან.
იახტა შეუკვეთა უცნობმა მალაიზიელმა ბიზნესმენმა, ხოლო მის შექმნას 3 წელი მოანდომეს (ნახაზებიდან წყალში ჩაშვებამდე).
და ბონუსად: ფრინველ Huia-ს ბუმბული, რომელიც სულ 10 გრამს იწონის და უცნობმა კოლექციონერმა 10 ათას დოლარად იყიდა. Huia ამჟამად გადაშენებულ ჩიტად ითვლება და ეს ბუმბული მისგან მორჩენილი უკანასკნელი რამაა. ვერაფერს ვიტყვით, ეს ბუმბული ნამდვილი ფავორიტია.