https://sputnik-georgia.com/20210817/giviko-didia-252607273.html
თუ ფეხზე დადგები, ცოლს მევიყვან. რომ გინდა, იმფერი გოგოა: ნათკას და გივიკოს სევდიანი ვიდეო
თუ ფეხზე დადგები, ცოლს მევიყვან. რომ გინდა, იმფერი გოგოა: ნათკას და გივიკოს სევდიანი ვიდეო
Sputnik საქართველო
მომღერალი გივიკო დიდია და ნათკა ბებო დღეს ინტერნეტ-სივრცეში ერთ-ერთი პოპულარული ბებია-შვილიშვილია. ვიდეოებს, რომლებსაც გივიკო საყვარელ ბებიას ხშირად უღებს და... 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T18:35+0400
2021-08-17T18:35+0400
2021-08-17T22:06+0400
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24653/07/246530748_0:539:2048:1697_1920x0_80_0_0_ced83d146887e6b4a958f286ac490e94.jpg
გუშინ გივიკომ „ფეისბუქის“ ხელმომწერებს ამცნო, რომ ნათკა ბებომ ფეხი მოიტეხა და მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. ბებო თავს სუსტად გრძნობს და ჯერ ფეხზე დადგომა არ შეუძლია.გივიკომ ბებიასთან სევდიანი საუბარი ვიდეოზე გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. ვიდეოს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა და ბებიას ჯანმრთელობა უსურვა.აქვე გეტყვით, რომ უკვე წლებია გივიკო წვერს ატარებს, რასაც ბებია დღემდე ვერ შეეგუა. შვილიშვილს ძირითად ამ მიზეზით აკრიტიკებს და ხშირად ეჩხუბება კიდეც. ბევრჯერ ჩუმად გაპარსვითაც დაემუქრა შვილიშვილს. გივიკოს ცოლის მოყვანა კი უკვე დიდი ხანია ბებიას „სადარდებლად“ იქცა.ჩვენთან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გივიკომ აღნიშნა, რომ ძალიან განიცდის ბებიას წლების მატებას.გასულ წელს ნათკა ბებომ მოსიყვარულე შვილი დაკარგა, გივიკომ – მზრუნველი მამა. მას შემდეგ გურული ქალის თვალებში ის ხალისი და ცეცხლი გაქრა, რაც მანამდე ჰქონდა. თუმცა გივიკო მაინც ახერხებს საყვარელ ბებიას წუთით მაინც დაავიწყოს დიდი ტკივილი და გააღიმოს ის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24653/07/246530748_0:474:2048:1762_1920x0_80_0_0_6c6ca58b3a17922bb7f6b2e10ef3ff90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები
თუ ფეხზე დადგები, ცოლს მევიყვან. რომ გინდა, იმფერი გოგოა: ნათკას და გივიკოს სევდიანი ვიდეო
18:35 17.08.2021 (განახლებულია: 22:06 17.08.2021) მომღერალი გივიკო დიდია და ნათკა ბებო დღეს ინტერნეტ-სივრცეში ერთ-ერთი პოპულარული ბებია-შვილიშვილია. ვიდეოებს, რომლებსაც გივიკო საყვარელ ბებიას ხშირად უღებს და შემდეგ სოციალურ ქსელში ტვირთავს, ასიათასობით ნახვა აქვს.
გუშინ გივიკომ „ფეისბუქის“ ხელმომწერებს ამცნო, რომ ნათკა ბებომ ფეხი მოიტეხა და მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. ბებო თავს სუსტად გრძნობს და ჯერ ფეხზე დადგომა არ შეუძლია.
გივიკომ ბებიასთან სევდიანი საუბარი ვიდეოზე გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. ვიდეოს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა და ბებიას ჯანმრთელობა უსურვა.
„ნათი, მომეცი ახლა პირობა, რომ მოძლიერდები და ფეხზე დადგები. შენ თუ ფეხზე დადგები, წვერსაც გევიპარსავ და ცოლსაც მევიყვან, ამას გპირდები. ნათი, შენ რომ გინდა, იმფერი გოგოა“, – მიმართავს შვილიშვილი ბებიას.
აქვე გეტყვით, რომ უკვე წლებია გივიკო წვერს ატარებს, რასაც ბებია დღემდე ვერ შეეგუა. შვილიშვილს ძირითად ამ მიზეზით აკრიტიკებს და ხშირად ეჩხუბება კიდეც. ბევრჯერ ჩუმად გაპარსვითაც დაემუქრა შვილიშვილს. გივიკოს ცოლის მოყვანა კი უკვე დიდი ხანია ბებიას „სადარდებლად“ იქცა.
ჩვენთან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გივიკომ აღნიშნა, რომ ძალიან განიცდის ბებიას წლების მატებას.
- „ნეტავ შემეძლოს სიბერის შეჩერება, ნეტა შემეძლოს მისგან ნათკას დაცვა. ბევრი სირთულე გამოიარა, მაგრამ ხშირად მიფიქრია, შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ყოველთვის, როცა უარყოფით პასუხამდე მივდივარ, ბებია და ბაბუა მახსენდება“, – ამბობს გივიკო.
გასულ წელს ნათკა ბებომ მოსიყვარულე შვილი დაკარგა, გივიკომ – მზრუნველი მამა. მას შემდეგ გურული ქალის თვალებში ის ხალისი და ცეცხლი გაქრა, რაც მანამდე ჰქონდა. თუმცა გივიკო მაინც ახერხებს საყვარელ ბებიას წუთით მაინც დაავიწყოს დიდი ტკივილი და გააღიმოს ის.