არჩევნები 2021: ოპოზიციური პარტიების ნაწილი კოალიციური მმართველობის წინადადებით გამოდის

© Sputnik / Alex Shlamovელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
შეთანხმებულ კანდიდატებს მხარს დაუჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც თბილისში თავის მაჟორიტარ კანდიდატებს არ წამოაყენებს.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ევროპული საქართველო“ – არჩევნების წინ თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი კანდიდატების ადგილები გადაინაწილა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ტარდება. თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატია. აქედან 10 მაჟორიტარული წესით აირჩევა, ხოლო 40 – პარტიული სიით.
„გთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ გადაწყვეტილებას – კოალიციურ მმართველობას. ჩვენი მაჟორიტარები არიან პირველი ყველაზე მკაფიო ნიშანი ამ კოალიციური მმართველობის“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ოპოზიციის ნაწილიდან, პარტიის „დროა“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კანდიდატებს მხარს დაუჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავის მაჟორიტარ კანდიდატებს თბილისში არ წარმოადგენს.
ამ დროისთვის უკვე ცნობილია მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“, ხოლო ოპოზიციამ ამ დღეებში დაიწყო საკუთარი კანდიდატების წარდგენა.
რაიონი კანდიდატი ოპოზიციიდან კანდიდატი „ქართული ოცნებიდან"
ნაძალადევი ბადრი გრიგალაშვილი („გირჩი – მეტი თავისუფლება") ირაკლი ხელაძე
გლდანი ელენე ხოშტარია („დროა") კონსტანტინე ზარნაძე
ჩუღურეთი გიორგი ნონიაშვილი („ევროპული საქართველო") ზურაბ ჩიკვილაძე
მთაწმინდა თენგიზ კირთაძე („გირჩი – მეტი თავისუფლება") ზურაბ აბაშიძე
ისანი ბესო დონაძე („ევროპული საქართველო") კახა ლაბუჩიძე
დიდუბე ნიკა მოსიაშვილი („გირჩი – მეტი თავისუფლება") გივი ჩხარტიშვილი
ვაკე ბათუ ქუთელია („დროა") გიორგი ტყემალაძე
კრწანისი თამაზ ახობაძე („დროა") ლევან ჯაფარიძე
საბურთალო ბორის ყურუა („გირჩი – მეტი თავისუფლება") ავთანდილ ცინცაძე
სამგორი დავით ჟღენტი („ევროპული საქართველო") რევაზ სოხაძე
მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვებისთვის ამომრჩევლის ხმების მინიმუმ 40% სჭირდება.
ყველა ახალი ამბავი
0