„მინდოდა დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე“: ვისგან ელოდება ალექსანდრა პაიჭაძე შვილს

© Facebook / Aleksandra Paichadzeალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მალე მეორე შვილის დედა გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალური მოდელი შვილს ოცი წლით უფროსი ბიზნესმენისგან ელოდება.
მოდელი გოგონას დედა გახდება. ალექსანდრამ ამ სიახლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

„მადლობა ყველას, ვინც ჩემი გულითადი საიდუმლო უთქმელად ატარა, მათაც, ვინც უთქმელად ვერ ატარა, მათაც ვინც დაიჯერა, ან არ დაიჯერა, მინდოდა მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე. მადლობა ჩემს სიყვარულს ამხელა ძალისთვის და ჩემი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე გაზრდისთვის, დაფასებისა და მოფრთხილებისათვის“, – დაწერა ალექსანდრა პაიჭაძემ „ინსტაგრამზე“.
View this post on Instagram
A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)
30 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.
ყველა ახალი ამბავი
0