დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაჩერება გააპროტესტეს

© photo: Sputnik / Stringerავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ ტრანსპორტის გაჩერება ვერ შეამცირებს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს, სამაგიეროდ აუარესებს მოსახლეობის ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. პარტიის „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა თბილისის მერიასთან აქცია–პერფორმანსი გამართეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა მოითხოვეს.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი) 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა.
აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ტრანსპარანტები წარწერებით: „კალა, ტაქსი გამოგვიძახე“, „არ მოსულა, კალა!“, „ტრანსპორტი ხალხისთვის“, „მილანში ტრანსპორტი მუშაობს“. აქციის მონაწილეები ამგვარად შეეცადნენ ქალაქის მერის კახა კალაძისთვის მიეწვდინათ ხმა, რომ ხალხს სამსახურამდე მისასვლელად ტრანსპორტი სჭირდება.
პარტიის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ ირემაძის განცხადებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდეს ადამიანებმა, რომლებიც საქალაქო ტრანსპორტით არასდროს სარგებლობენ. მერიას სიტუაციის გამოსასწორებლად ორი ვარიანტი უნდა შემოეთავაზებინა – საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა და მგზავრთნაკადის კონტროლი – როგორც ეს ევროპის ქვეყნებში ხდება, აღნიშნა ირემაძემ.
აქციის მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ ტრანსპორტის გაჩერებით კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა ვერ შემცირდება, სამაგიეროდ გაუარესდება მოსახლეობის ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
ყველა ახალი ამბავი
0