ბოლო ხუთ დღეში ქვეყნის მასშტაბით 30 ობიექტი დაჯარიმდა და 13 დაილუქა

© photo: Sputnikრესტორანი
რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-რეგულაციების დაცვაზე მონიტორინგის პროცესში შრომის ინსპექციასთან ერთად ჩართული არიან მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში არსებული რეგულაციების დარღვევის გამო 10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 30 ობიექტი დაჯარიმდა, მათ შორის 18 იურიდიული და 12 ფიზიკური პირი, იუწყება საქართველოს შრომის ინსპექცია.
უწყების ინფორმაციით, იურიდიულ პირებს 10.000, ხოლო ფიზიკურ პირებს - 2.000 ლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისრათ.
ამასთან, შრომის ინსპექციამ დარღვევის გამეორების გამო 13 დაწესებულება დალუქა.
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს: სრული ჩამონათვალი
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი გამკაცრდა. კვების ობიექტები მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი დაიწყო. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც“ დაუშვეს.
22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. 1 ივნისიდან აღნიშნული შეზღუდვაც მოიხსნა.
ბოლო დრომდე კვების ობიექტების მუშაობა 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში იყო აკრძალული. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვებია 23:00 საათამდე.
ყველა ახალი ამბავი
0