ბრენდ Ushatava-ს კონტენტ-დირექტორი დაჩი ზუხბაია კორონავირუსით გარდაიცვალა

© photo: dachidachi / Instagramდაჩი ზუხბაია
დაჩი ზუხბაია - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
ზუხბაიამ Ushatava-ში მუშაობა 2016 წელს დაიწყო მამაკაცთა ხაზის დიზაინერად, მალე კონტენტის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში და Ushatava მართლაც ცნობილ ბრენდად აქცია.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. რუსული ბრენდი Ushatava-ს კონტენტ-დირექტორი დაჩი ზუხბაია კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა. ის 34 წლის იყო.
ინფორმაცია ზუხბაიას გარდაცვალების შესახებ ბრენდის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
View this post on Instagram

A post shared by USHATÁVA (@ushatava_live)

„ძნელია იმის დაჯერება, რაც ხდება, რადგან დაჩი ჩვენი ოჯახის წევრი გახდა და ძნელი წარმოსადგენია Ushatava მის გარეშე. დაჩი ყოველთვის ამბობდა, რომ უნდოდა მისი სიკვდილის შემდეგ ხალხს ეტირა, შემდეგ კი ემხიარულა მის პატივსაცემად. მაგრამ მთავარია, რომ ყოველთვის ხსომებოდათ. სასაცილოა, თითქოს მისნაირის დავიწყება შეიძლებოდეს. დაჩი მუდამ დარჩება ჩვენი და ჩვენი კომპანიის გულში. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დაჩი ზუხბაიამ Ushatava-ში მუშაობა 2016 წელს დაიწყო მამაკაცთა ხაზის დიზაინერად. ის მალე კონტენტის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა და Ushatava მართლაც ცნობილ ბრენდად აქცია.
ყველა ახალი ამბავი
0