ომალოში პოლიციის და სამაშველო სამსახურის განყოფილება გაიხსნა

© courtesy of Friends of Tusheti Protected Areasზემო ომალო
ზემო ომალო - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2021
გამოწერა
ამ დრომდე თუშეთში პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი დანაყოფის შენობა არ არსებობდა.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. მაღალმთიან თუშეთში, სოფელ ომალოში პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი დანაყოფის შენობა გაიხსნა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, შენობა სრულად შეესაბამება მაღალმთიანი რეგიონის პირობებს და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
თუშეთი ესაზღვრება ხევსურეთს, ასევე რუსეთის დაღესტანსა და ჩეჩნეთს. ეს რთულად მისაღწევი რეგიონია და წელიწადში რვა თვის განმავლობაში ფაქტობრივად მოწყვეტილია გარე სამყაროს. თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა. ის იხსნება ზაფხულში, გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ.
ამ დრომდე თუშეთში პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი დანაყოფის შენობა არ არსებობდა. ტურისტულ სეზონზე, საჭიროების შემთხვევაში, მაშველების გამოძახება ახმეტის მუნიციპალიტეტში განთავსებული დანაყოფიდან ხდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0