დიღომში საველე ჰოსპიტლის მოწყობა დაიწყო

© Government of Georgiaსამედიცინო საწოლები
სამედიცინო საწოლები - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2021
გამოწერა
ბოლო დღეებში საქართველოს ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, საჭირო გახდება საველე ჰოსპიტლების გახსნა, რაც პანდემიის წინა ტალღების დროს არ მომხდარა.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისში, დიღმის ოლიმპიური სოფლის კალათბურთის დარბაზში საველე ჰოსპიტლის მოწყობა დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“.
დარბაზში უკვე შეაქვთ საწოლები და სპეციალური სამედიცინო ინვენტარი.
როდის ამოქმედდება საველე ჰოსპიტალი და რა რაოდენობის პაციენტების მიღებას შეძლებს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ქვეყანაში დამატებითი საწოლების მობილიზება ეპიდვითარების მკვეთრად გაუარესებისა და საწოლფონდის სერიოზული დეფიციტის შემდეგ გახდა საჭირო.
საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მაქსიმალური რესურს 8 ათას საწოლს მოიცავს.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 53.614 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.841 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.110 , იმერეთში – 973, აჭარაში – 903.
1.423 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 307 პირი, მათგან თბილისში – 193, აჭარაში – 22, იმერეთში – 20.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.459 ადამიანი, მათ შორის 1.619 – თბილისში, 1.298 - აჭარაში.
43.314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 314-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 481.578-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0