ძლიერი მიწისძვრა ჰაიტიზე: გარდაცვლილთა რიცხვი 304-მდე გაიზარდა

© REUTERS / STRINGERმიწისძვრის შედეგები ჰაიტიზე
მიწისძვრის შედეგები ჰაიტიზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2021
გამოწერა
მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ ხელისუფლებამ გამოაცხადა ასევე ცუნამის საფრთხე, რომელიც მოგვიანებით მოიხსნა
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ჰაიტიზე შაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 304 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Agence France-Presse ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს ხელმძღვანელზე ჯერი ჩანდლერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 227 დაღუპულის შესახებ.
„ჩვენ დავარეგისტრირეთ 160 გარდაცვალება სამხრეთის დეპარტამენტში, 42 - ნიპაში, 100 - გრანდ-ანსში და 2 - ჩრდილოეთ-დასავლეთის დეპარტამენტში“, - განაცხადა ჩანდლერმა.
სამმართველო ასევე იუწყება, რომ სტიქიური უბედურების შედეგად 1800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ჰაიტის ნაპირებთან 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა შაბათს საღამოს დაფიქსირდა. მოგვიანებით 5,2 მაგნიტუდამდე სიძლიერის ახალი ბიძგების სერია მოხდა. დღეს დილით კი 5,8 მაგნიტუდის ბიძგი დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0