ჩატარდება თუ არა საქართველოში ისრაელის ვაქცინის კვლევები - ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიკლინიკური კვლევები ლაბორატორიაში
კლინიკური კვლევები ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2021
გამოწერა
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოტანილია საქართველოშია კლინიკური ცდების მეორე ფაზის ჩასატარებლად
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ისრაელის წარმოების ვაქცინის შემოტანას პრეპარატზე კლინიკური ცდების მეორე ფაზის ჩასატარებლად.
როგორც უწყების პრესსამსახურში Sputnik-საქართველოს განუცხადეს, მსგავსი შეთანხმება სახელმწიფო დონეზე არ შემდგარა.
„ჩვენ ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო დონეზე მსგავსი მოლაპარაკებები არ ჩატარებულა“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელის წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოტანილია საქართველოშია კლინიკური ცდების მეორე ფაზის ჩასატარებლად, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
​
„ისრაელის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტი და საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია NRx Pharmaceuticals აცხადებენ, რომ მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ამ უქმეებზე საქართველოში გაიგზავნა ვაქცინის 1.125 დოზა, კლინიკური კვლევების მეორე ფაზის გასაფართოებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სამინისტროში იუწყებიან, უშუალოდ კლინიკური კვლევები და მოხალისეთა შერჩევა საქართველოში და ისრაელში ერთდროულად ჩატარდება.
ივლისში ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ, ისრაელის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტმა და საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია NRx Pharmaceuticals-მა ისრაელის წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე კვლევების  დასრულებისთვის ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლინიკური კვლევები ჩატარდებოდა საქართველოში, უკრაინაში და ისრაელში.
ყველა ახალი ამბავი
0