COVID-19 საქართველოში – 15 აგვისტოს მონაცემები

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 421.532 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.519), გარდაიცვალა – 6.406 (ბოლო 24 საათში – 35), კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.841 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.459 ადამიანი იმყოფება.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.314-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 481.578-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 421.532 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.519), გარდაიცვალა – 6.406 (ბოლო 24 საათში – 35), კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.841 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.459 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 34.074 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19.813, PCR–ტესტით – 14.261.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 12,66%, ბოლო 14 დღის – 10,38%, ბოლო 7 დღის – 11,03%.
სულ ჩატარებულია 791.863 აცრა, ერთ დღეში აცრილია 23.010 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0