https://sputnik-georgia.com/20210814/samcxe-javaxeTSi-xe-tyis-ukanono-moWris-da-transportirebis-faqtebi-aRkveTes-252581564.html
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოჭრის და ტრანსპორტირების ფაქტები აღკვეთეს
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოჭრის და ტრანსპორტირების ფაქტები აღკვეთეს
Sputnik საქართველო
საქართველოში „ტყის კოდექსი“ მოქმედებს და დაშვებულია მხოლოდ რეინჯერების მიერ სპეციალურად მონიშნული ხეების მოჭრა 14.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-14T14:00+0400
2021-08-14T14:00+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/35/239613533_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_a8cd02c74b154878ef4327aa4fd30800.jpg
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.რეგიონში სულ გამოვლინდა რვა დარღვევა, საიდანაც სამი - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების, ერთი - ხე-ტყის მოჭრის, ხოლო კიდევ ოთხი - ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტია.დეპარტამენტის განცხადებით, ყველა სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები. იმ ფაქტებზე კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამისმა უწყებამ გამოძიება დაიწყო.საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს. დაშვებულია მხოლოდ რეინჯერების მიერ სპეციალურად მონიშნული ხეების მოჭრა, ხოლო ტრანსპორტირებისას მძღოლმა უნდა იქონიოს თანდართული დოკუმენტები, სადაც მითითებული იქნება ხის მოჭრის ადგილმდებარეობა, სახეობა და დანიშნულების ადგილი.
https://sputnik-georgia.com/20210702/saqartveloshi-91-saqmiani-ezo-moewyoba-252198606.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/35/239613533_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_43739505f9daa29dd87cd810a35beb50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოჭრის და ტრანსპორტირების ფაქტები აღკვეთეს
14:00 14.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოში „ტყის კოდექსი“ მოქმედებს და დაშვებულია მხოლოდ რეინჯერების მიერ სპეციალურად მონიშნული ხეების მოჭრა
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ
განცხადებაში.
რეგიონში სულ გამოვლინდა რვა დარღვევა, საიდანაც სამი - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების, ერთი - ხე-ტყის მოჭრის, ხოლო კიდევ ოთხი - ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტია.
დეპარტამენტის განცხადებით, ყველა სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები. იმ ფაქტებზე კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამისმა უწყებამ გამოძიება დაიწყო.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს. დაშვებულია მხოლოდ რეინჯერების მიერ სპეციალურად მონიშნული ხეების მოჭრა, ხოლო ტრანსპორტირებისას მძღოლმა უნდა იქონიოს თანდართული დოკუმენტები, სადაც მითითებული იქნება ხის მოჭრის ადგილმდებარეობა, სახეობა და დანიშნულების ადგილი.