https://sputnik-georgia.com/20210814/ra-SezRudvebi-amoqmedda-dReidan-saqarTveloSi-252581041.html
რა შეზღუდვები ამოქმედდა დღეიდან საქართველოში
რა შეზღუდვები ამოქმედდა დღეიდან საქართველოში
Sputnik საქართველო
ქვეყანაში შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, აიკრძალა მასობრივი ღონისძიებების გამართვა, შეიცვალა კვების ობიექტების მუშაობის საათები 14.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-14T09:30+0400
2021-08-14T09:30+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251670960_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_57dc9bd66745050fa79ac4e7b445662e.jpg
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. დღეიდან სამი კვირის განმავლობაში საქართველოში ახალი კოვიდ-შეზღუდვები ამოქმედდა.რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭომ 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ახალი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.რა შეზღუდვები ამოქმედდა:გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს-ცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.საჯარო და კერძო სექტორს მიეცა დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი 4-5 ათასი ადამიანით იზრდება. პანდემიის დაწყებიდან საქართველოში ინფიცირების 470 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 417 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 6.321 ადამიანი გარდაიცვალა.
https://sputnik-georgia.com/20210813/vaqcinaciis-centrebamde-moqalaqeebis-transportireba-moxdeba-252576349.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251670960_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_09ef7cccf4d42a71e46aea85ccaac24f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
რა შეზღუდვები ამოქმედდა დღეიდან საქართველოში
09:30 14.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ქვეყანაში შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, აიკრძალა მასობრივი ღონისძიებების გამართვა, შეიცვალა კვების ობიექტების მუშაობის საათები
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. დღეიდან სამი კვირის განმავლობაში საქართველოში ახალი კოვიდ-შეზღუდვები ამოქმედდა.
რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭომ 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ახალი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.
- შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
- სრულად აიკრძალა ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება;
- აიკრძალა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
- კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე;
გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს-ცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.
საჯარო და კერძო სექტორს მიეცა დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი 4-5 ათასი ადამიანით იზრდება. პანდემიის დაწყებიდან საქართველოში ინფიცირების 470 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 417 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 6.321 ადამიანი გარდაიცვალა.