https://sputnik-georgia.com/20210814/qarTuli-ocneba-kadrebs-kargavs-252583778.html
„ქართული ოცნება“ კადრებს კარგავს
„ქართული ოცნება“ კადრებს კარგავს
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში აღნიშნეს, რომ დანაკარგების მიუხედავად მათ საკმარისი რესურსი გააჩნიათ იმისათვის, რომ ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვონ 14.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-14T21:04+0400
2021-08-14T21:04+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24754/98/247549811_0:0:3000:1698_1920x0_80_0_0_1116531f82774872a8e82c2d64e20d4c.jpg
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ხავთასმა და მისმა თანამოაზრეებმა პარტიის დატოვების და ოპოზიციაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.„მთავარი მიზეზი არის ის საკადრო პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება"... ჩვენ გადავდივართ „სახალხო პარტიაში", - აცხადებს ხავთასი.მანამდე „სახალხო პარტიას“ შეუერთდა სუსის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი.მმართველ პარტიაში ხავთასის და მისი თანამოაზრეების წასვლაზე მშვიდი რეაქცია ჰქონდათ.„გუნდიდან ხანდახან მიდიან, გუნდის წევრები იცვლებიან, ეს არის ბუნებრივი პროცესი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.მან აღნიშნა, რომ დანაკარგების მიუხედავად პარტიას გააჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვოს.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნებზე ძირითადი ბრძოლა წარიმართება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ხოლო ალტერნატიული მესამე ძალის როლს ასრულებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. საზოგადოებრივი აზრის ბოლო
https://sputnik-georgia.com/20210813/qarTulma-ocnebam_gamokiTxva-Caatara-252571896.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24754/98/247549811_0:0:3000:1886_1920x0_80_0_0_048135577a829bd1a90c317e9f711b03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
„ქართული ოცნება“ კადრებს კარგავს
21:04 14.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) მმართველ პარტიაში აღნიშნეს, რომ დანაკარგების მიუხედავად მათ საკმარისი რესურსი გააჩნიათ იმისათვის, რომ ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვონ
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ხავთასმა და მისმა თანამოაზრეებმა პარტიის დატოვების და ოპოზიციაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
„მთავარი მიზეზი არის ის საკადრო პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება"... ჩვენ გადავდივართ „სახალხო პარტიაში", - აცხადებს ხავთასი.
მანამდე „სახალხო პარტიას“ შეუერთდა სუსის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი.
მმართველ პარტიაში ხავთასის და მისი თანამოაზრეების წასვლაზე მშვიდი რეაქცია ჰქონდათ.
„გუნდიდან ხანდახან მიდიან, გუნდის წევრები იცვლებიან, ეს არის ბუნებრივი პროცესი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
მან აღნიშნა, რომ დანაკარგების მიუხედავად პარტიას გააჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვოს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნებზე ძირითადი ბრძოლა წარიმართება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ხოლო ალტერნატიული მესამე ძალის როლს ასრულებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. საზოგადოებრივი აზრის ბოლო