ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

ფოთი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
გამოწერა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა შეწყდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ფოთს არ შეეხო.
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტი დადგენილი გრაფიკით აგრძელებს მუშაობას, ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კომენდანტის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
რა შეზღუდვები ამოქმედდა დღეიდან საქართველოში
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა შეწყდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ფოთს არ შეეხო.
უწყების განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში სისტემატურად ტარდება დეზინფიცირების ღონისძიებები. ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.
გარდა ამისა, ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტში უახლოეს დღეებში სამგზავრო ბარათებით გადახდის სისტემა ამოქმედდება. ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო ან „თიბისი ბანკის“ ნებისმიერი ბარათით.
ყველა ახალი ამბავი
0