https://sputnik-georgia.com/20210814/TurqeTSi-wyaldidobis-Sedegad-daRupulTa-ricxvi-44-mde-gaizarda-252582311.html
თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა
თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების და ღვარცოფების შედეგად 284 ადამიანი დაშავდა. ჩამონგრეული შენობების ნანგრევებში მაშველები გადარჩენილ ადამიანებს... 14.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-14T16:30+0400
2021-08-14T16:30+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0d/252573588_0:67:1600:972_1920x0_80_0_0_ba3a69497bdbaac988593960497ca138.jpg
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების და ღვარცოფის შედეგად თურქეთის შავი ზღვისპირეთში - კასთამონუს და სინოპის პროვინციებში დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, განაცხადეს საგანგებო სიტუაციების და სტიქიური უბედურებების სამმართველოში (AFAD).მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 40 დაღუპულის შესახებ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციები კასთამონუ, სინოპი და ბართინი, რომლებიც წყალდიდობებისა და ღვარცოფის შედეგად დაზარალდა. სტიქიური უბედურების შედეგად 284 ადამიანი დაშავდა.„სტიქიური უბედურების შედეგად 36 ჩვენი მოქალაქე დაიღუპა კასთამონუში, შვიდი სინოპში და ერთი ბართინში. ცხრა ადამიანი განაგრძობს მკურნალობას საავადმყოფოებში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ევაკუირებულია 1700-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 300 დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხიდების ჩანგრევისა და საგზაო საფარის დაზიანების გამო ბლოკირებულია ტრანსპორტის მოძრაობა სტიქიური უბედურების ზონაში რამდენიმე გზაზე, მათ შორის ბართინ-ყარაბუქის ტრასაზე. ქალაქ ბოზქურთში (Bozkurt) კასთამონუს პროვინციაში ღვარცოფის შედეგად ჩამოინგრა რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად მუშაობენ მაშველები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0d/252573588_0:17:1600:1022_1920x0_80_0_0_6f5539a7e3e944d048710d05df0afc6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა
16:30 14.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების და ღვარცოფების შედეგად 284 ადამიანი დაშავდა. ჩამონგრეული შენობების ნანგრევებში მაშველები გადარჩენილ ადამიანებს ეძებენ
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების და ღვარცოფის შედეგად თურქეთის შავი ზღვისპირეთში - კასთამონუს და სინოპის პროვინციებში დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, განაცხადეს საგანგებო სიტუაციების და სტიქიური უბედურებების სამმართველოში (AFAD).
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 40 დაღუპულის შესახებ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციები კასთამონუ, სინოპი და ბართინი, რომლებიც წყალდიდობებისა და ღვარცოფის შედეგად დაზარალდა. სტიქიური უბედურების შედეგად 284 ადამიანი დაშავდა.
„სტიქიური უბედურების შედეგად 36 ჩვენი მოქალაქე დაიღუპა კასთამონუში, შვიდი სინოპში და ერთი ბართინში. ცხრა ადამიანი განაგრძობს მკურნალობას საავადმყოფოებში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ევაკუირებულია 1700-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 300 დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხიდების ჩანგრევისა და საგზაო საფარის დაზიანების გამო ბლოკირებულია ტრანსპორტის მოძრაობა სტიქიური უბედურების ზონაში რამდენიმე გზაზე, მათ შორის ბართინ-ყარაბუქის ტრასაზე. ქალაქ ბოზქურთში (Bozkurt) კასთამონუს პროვინციაში ღვარცოფის შედეგად ჩამოინგრა რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად მუშაობენ მაშველები.