COVID-19 საქართველოში – 14 აგვისტოს მონაცემები

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 417.013 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.867), გარდაიცვალა – 6.371 (ბოლო 24 საათში – 50), კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.835 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.457 ადამიანი იმყოფება.
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.579-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 477.264 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 417.013 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.867), გარდაიცვალა – 6.371 (ბოლო 24 საათში – 50), კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.835 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.457 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 52.580 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33.517, PCR–ტესტით – 19.063.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,61%, ბოლო 14 დღის – 10,13%, ბოლო 7 დღის – 10,93%.
სულ ჩატარებულია 767.882 აცრა, ერთ დღეში აცრილია 26.524 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0