საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დროებით შეწყდება

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBფეხბურთი: „დინამო“ თბილისი და „სამგურალი"
ფეხბურთი: „დინამო“ თბილისი და „სამგურალი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
აღნიშნული სამკვირიანი შეზღუდვა მხოლოდ შიდა ჩემპიონატის შეხვედრებს შეეხება, საერთაშორისო დონის მატჩები კი ქვეყანაში ჩვეულებრივ გაიმართება.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდება. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა ეხება მხოლოდ შიდა ჩემპიონატს, ხოლო ქვეყანაში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაგეგმილი საერთაშორისო შეხვედრები მაინც გაიმართება, მათ შორის – საქართველოსა და კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის 2 სექტემბერს ჩანიშნული მატჩი.
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს: სრული ჩამონათვალი
დადგენილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგა 4 სექტემბრიდან განახლდება. ტურნირების განახლებული კალენდარი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს ეროვნულ ლიგაში გასული 22 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 46 ქულით ბათუმის „დინამო“ უდგას სათავეში, რომელსაც თბილისის „დინამო“ 2 ქულით ჩამორჩება. შეზღუდვების სამკვირიან პერიოდში ეროვნული ლიგის 23-ე, 24-ე და 25-ე ტურის შეხვედრები არ გაიმართება.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.
მათ შორის შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ამასთანავე იკრძალება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. ასევე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.
ყველა ახალი ამბავი
0