https://sputnik-georgia.com/20210813/saeklsio-kalendari-13-agvisto-246221211.html
საეკლესიო კალენდარი: 13 აგვისტო
საეკლესიო კალენდარი: 13 აგვისტო
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 აგვისტოს ცხოველსმყოფელი ჯვარის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაულს ზეიმობს და ასევევ იხსენიებს ღირს არსენს... 13.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-13T09:00+0400
2021-08-13T09:00+0400
2021-10-19T17:04+0400
რელიგია
საეკლესიო კალენდარი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0a/252273670_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_09d6720ebf33831328f165002d0164f8.jpg
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარშიცხოველსმყოფელი ჯვარის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაული.კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, სიწმიდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმიდა სოფიას ტაძრის ტრაპეზზე დაასვენებდნენ; სრულდებოდა აიაზმა. შემდეგ, მეორე დილით, პატიოსანი ჯვარი ქალაქის ქუჩებში გამოჰქონდათ და ორი კვირის მანძილზე უბნებში დაატარებდნენ ადგილთა საკურთხებლად და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად.ღირსი არსენიწმიდა არსენ ნინოწმინდელი XI საუკუნის სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, მწიგნობარი და ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფი იყო. ის მონაზვნად იერუსალიმში აღიკვეცა, შემდეგ კი საქართველოში მოიწვიეს და ნინოწმინდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმიდა არსენმა დატოვა ეპისკოპოსობა და დავით კურაპალატთან მივიდა, რომელმაც ის ოთხთა ეკლესიაში წარგზავნა. იმ ხანებში ოთხთა ეკლესიაში ცხოვრობდა ბერი იოანე გრძელისძე. არსენი და იოანე დიდად დამეგობრებულან.მამები იოანე და ექვთიმე მთაწმინდელებს, რომელნიც იმ დროს ახლად დაარსებულ ათონის ქართველთა მონასტერში მოღვაწეობდნენ თავისთან მიუწვევიათ და არსენი და იოანეც წასულან ათონზე და მხარში ამოსდგომოიან ექვთიმეს, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობის მთელი სიმძიმე დააწვა. არსენი ათონის მთაზე გარდაიცვალა.მართალი ევდოკიმე კაბადოკიელიევდოკიმ მართალი ცხოვრობდა კაბადოკიაში. ის იყო პატიოსანი ქრისტიანების ვასილისა და ევდაკის შვილი. ევდოკი მთელი გულით ილტვოდა უფლისაკენ და ეხმარებოდა ხალხს. მან დადო აღთქმა, რომ არ მოიყვანდა ცოლს. მისი ჩადენილი კეთილი საქმეები მხოლოდ უფალმა იცოდა. ევდოკიმმა მთელი თავისი სიცოცხლე უფალს შესწირა. 33 წლის ასაკში კი იგრძნო სიკვდილის მოახლოება. ევდოკის სურვილი იყო რომ დაეკრძალათ იმ სამოსით, რომელიც მას გარდაცვალების ჟამს ეცვა. როდესაც ევდოკიმე ჩასასვენებელში ჩაასვენეს, მოხდა სასწაული, იქ მყოფი ავადმყოფები გამოჯამრთელდნენ.18 თვის შემდეგ მისი მშობლები საცხოვრებლად კონსტანტინოპოლში გადავიდნენ. ევდოკის დედას სურდა შვილის ცხედარი გადაესვენებინა. საფლავის გახსნის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ ევდოკიმეს გვამი უხრწნელი იყო. ხალხმა ევდოკიმეს დედას არ მისცა უფლება გვამის გადასვენებისა. რამდენიმე ხნის შემდეგ, იოსების დახმარებით, მოხდა ცხედრის გადასვენება კონსტანტინოპოლში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. ეს ტაძარი ევდოკიმეს მშობლებმა ააგეს.მოწამე ივლიტაწმიდა მოწამე ივლიტა ცხოვრობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ერთ-ერთმა წარმართმა მიითვისა მისი მამული და, როცა წმიდანმა სასამართლოს ძალით მოინდომა კუთვნილი ქონების დაბრუნება, უღმრთომ განაცხადა, ივლიტა ქრისტიანია და ვერანაირი კანონი მას ვერ დაიცავსო.მსაჯულმა ნეტარს შესთავაზა, ჯერ კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, შემდეგ კი სამართლიანობის აღდგენაზეც ეზრუნათ. მაგრამ წმიდა ივლიტამ მტკიცე უარი განაცხადა მზაკვრული პირობის შესრულებაზე. ქრისტეს ერთგულებისთვის ნეტარი დედა 304 (ან 305) წელს კოცონზე დაწვეს. მოწამეობრივი აღსასრულიდან სამოცდაათი წლის შემდეგ წმიდა მღვდელმთავარმა, ბასილი დიდმა შექმნა სახოტბო სიტყვა წმიდანის განსადიდებლად.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
https://sputnik-georgia.com/20210812/saeklesio-kalendari-2020-wlis-12-agvisto-246214226.html
https://sputnik-georgia.com/20210811/saeklesio-kalendari-2020-wlis-11-agvisto-246207825.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0a/252273670_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_a393040a8d34aa797ed46fabcc9fc2cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, საეკლესიო კალენდარი, საქართველო
რელიგია, საეკლესიო კალენდარი, საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 13 აგვისტო
09:00 13.08.2021 (განახლებულია: 17:04 19.10.2021) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 აგვისტოს ცხოველსმყოფელი ჯვარის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაულს ზეიმობს და ასევევ იხსენიებს ღირს არსენს, ნინოწმიდელ ეპისკოპოსს, მართლ ევდოკიმე კაბადოკიელს და მოწამე ივლიტას.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
ცხოველსმყოფელი ჯვარის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაული.
კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, სიწმიდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმიდა სოფიას ტაძრის ტრაპეზზე დაასვენებდნენ; სრულდებოდა აიაზმა. შემდეგ, მეორე დილით, პატიოსანი ჯვარი ქალაქის ქუჩებში გამოჰქონდათ და ორი კვირის მანძილზე უბნებში დაატარებდნენ ადგილთა საკურთხებლად და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად.
წმიდა არსენ ნინოწმინდელი XI საუკუნის სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, მწიგნობარი და ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფი იყო. ის მონაზვნად იერუსალიმში აღიკვეცა, შემდეგ კი საქართველოში მოიწვიეს და ნინოწმინდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმიდა არსენმა დატოვა ეპისკოპოსობა და დავით კურაპალატთან მივიდა, რომელმაც ის ოთხთა ეკლესიაში წარგზავნა. იმ ხანებში ოთხთა ეკლესიაში ცხოვრობდა ბერი იოანე გრძელისძე. არსენი და იოანე დიდად დამეგობრებულან.
მამები იოანე და ექვთიმე მთაწმინდელებს, რომელნიც იმ დროს ახლად დაარსებულ ათონის ქართველთა მონასტერში მოღვაწეობდნენ თავისთან მიუწვევიათ და არსენი და იოანეც წასულან ათონზე და მხარში ამოსდგომოიან ექვთიმეს, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობის მთელი სიმძიმე დააწვა. არსენი ათონის მთაზე გარდაიცვალა.
მართალი ევდოკიმე კაბადოკიელი
ევდოკიმ მართალი ცხოვრობდა კაბადოკიაში. ის იყო პატიოსანი ქრისტიანების ვასილისა და ევდაკის შვილი. ევდოკი მთელი გულით ილტვოდა უფლისაკენ და ეხმარებოდა ხალხს. მან დადო აღთქმა, რომ არ მოიყვანდა ცოლს. მისი ჩადენილი კეთილი საქმეები მხოლოდ უფალმა იცოდა. ევდოკიმმა მთელი თავისი სიცოცხლე უფალს შესწირა. 33 წლის ასაკში კი იგრძნო სიკვდილის მოახლოება. ევდოკის სურვილი იყო რომ დაეკრძალათ იმ სამოსით, რომელიც მას გარდაცვალების ჟამს ეცვა. როდესაც ევდოკიმე ჩასასვენებელში ჩაასვენეს, მოხდა სასწაული, იქ მყოფი ავადმყოფები გამოჯამრთელდნენ.
18 თვის შემდეგ მისი მშობლები საცხოვრებლად კონსტანტინოპოლში გადავიდნენ. ევდოკის დედას სურდა შვილის ცხედარი გადაესვენებინა. საფლავის გახსნის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ ევდოკიმეს გვამი უხრწნელი იყო. ხალხმა ევდოკიმეს დედას არ მისცა უფლება გვამის გადასვენებისა. რამდენიმე ხნის შემდეგ, იოსების დახმარებით, მოხდა ცხედრის გადასვენება კონსტანტინოპოლში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. ეს ტაძარი ევდოკიმეს მშობლებმა ააგეს.
წმიდა მოწამე ივლიტა ცხოვრობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ერთ-ერთმა წარმართმა მიითვისა მისი მამული და, როცა წმიდანმა სასამართლოს ძალით მოინდომა კუთვნილი ქონების დაბრუნება, უღმრთომ განაცხადა, ივლიტა ქრისტიანია და ვერანაირი კანონი მას ვერ დაიცავსო.
მსაჯულმა ნეტარს შესთავაზა, ჯერ კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, შემდეგ კი სამართლიანობის აღდგენაზეც ეზრუნათ. მაგრამ წმიდა ივლიტამ მტკიცე უარი განაცხადა მზაკვრული პირობის შესრულებაზე. ქრისტეს ერთგულებისთვის ნეტარი დედა 304 (ან 305) წელს კოცონზე დაწვეს. მოწამეობრივი აღსასრულიდან სამოცდაათი წლის შემდეგ წმიდა მღვდელმთავარმა, ბასილი დიდმა შექმნა სახოტბო სიტყვა წმიდანის განსადიდებლად.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.