თუ გინდათ, კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ: როგორ მოვიქცეთ პირველ პაემანზე

© photo: Sputnik / Mikhail Mordasov / გადასვლა მედიაბანკშიშეყვარებულები
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
პირველ პაემანს ადამიანების ურთიერთობებში ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მასზეა დამოკიდებული, ექნება თუ არა გაგრძელება ურთიერთობებს...
პირველი პაემანი ერთგვარი ტესტია ორი ადამიანისთვის – შეძლებენ თუ ვერა ისინი ურთიერთობების გაგრძელებას და გადაიზრდება თუ არა ეს ურთიერთობები ძლიერ გრძნობაში.
როგორ შთაბეჭდილებას მოახდენთ ადამიანზე, რომელიც მოგეწონათ – ეს ყველაფერი, უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ პირველ პაემანზეა დამოკიდებული.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში – დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება
პირველი პაემნის წინ კარგად მომზადება და რიგი მომენტების გათვალისწინებაა საჭირო, რათა ეს პაემანი ბოლო არ გახდეს ადამიანთან, რომელიც მოგეწონათ და მის მიმართ სიმპათიით განეწყვეთ.
გაითვალისწინეთ ეს სასარგებლო რჩევები, ძირითადი წესები გოგონებისა და ქალებისთვის: როგორ უნდა მოიქცეთ პირველ პაემანზე, თუ გინდათ მამაკაცზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.
იყავით ნამდვილი: ნუ ამოეფარებით რამე ნიღაბს, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ნუ იქნებით სხვა, იყავით ის, ვინც ხართ. შესაძლოა, სწორედ ეს ადამიანია თქვენი მეორე ნახევარი. ამიტომ ნუ იქნებით ყალბი.
გაიღიმეთ გულწრფელად: გაიღიმეთ, მაგრამ არა ჯოკონდას ღიმილით და არც 32 კბილის გამოჩენით. გაიღიმეთ გულწრფელად. მამაკაცებს ეს მოსწონთ.
მამაკაცური და ქალური ლოგიკა, ანუ გაიცანი შენი მთავარი მტერი>>
ჩაიცვით სათანადოდ: სათანადოდ და თან მოსახერხებლად. პირველი პაემნისთვის ახალი ფეხსაცმელი არ გამოგადგებათ. „მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ" – სწორი დებულებაა, მაგრამ ამის ბოროტად გამოყენებაც არ შეიძლება. ანუ, თქვენ ჩაცმულობაში უნდა იყოს გარკვეული დოზით ეროტიზმი, მაგრამ არა გამომწვევი, არამედ მსუბუქი, მაგრამ საგრძნობი. არც ზედმეტად თავისუფალი, მაგალითად, უფორმო სტილის მაისურები ივარგებს.
მსუბუქი მაკიაჟი: მან თქვენი სილამაზე უნდა აღნიშნოს, გამოკვეთოს. ეს მნიშვნელოვანი დეტალი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ ბუნებრიობის შესახებ. დიდი რაოდენობით კოსმეტიკა სახეზე საუკეთესო გადაწყვეტილება არაა. თუ ცხოვრებაში მიჩვეული არ ხართ კოსმეტიკის გამოყენებას, მაშინ არჩევანი ტუჩის მბზინავ საცხზე ("ბლესკი") შეაჩერეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წამწამის ტუში თვალებზე არ ჩამოგეღვენთოთ.
ქალის სახე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2019
ქალის ოთხი მდგომარეობა – რომელი ჭარბობს თქვენში?
კარგი პარფიუმი: ესეც აუცილებელი ელემენტია. მაგრამ სუნამოს სუნმა არ უნდა „დაგახრჩოთ", არამედ მსუბუქი და დასამახსოვრებელი უნდა იყოს.
არ ისაუბროთ სხვა მამაკაცებზე: ხანდახან ქალებს ეშლებათ და ხმამაღლა იწყებენ ყოფილების გახსენებას. რასაც არ უნდა ამბობდეთ – კარგს თუ ცუდს, მამაკაცებს ეს არ სიამოვნებთ.
არ შეშინდეთ: პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ შიშის დაძლევაა. პირველ პაემანზე ყველა გოგონა ღელავს. ზოგიერთი ღამით საერთოდ ვერ იძინებს. არ ღირს ასეთი განცდები. ზედმეტმა მღელვარებამ, შესაძლოა, ჯანმრთელობაზე იმოქმედოს.
ვინც ეძებს, ვინც იპოვა და, ზოგადად, ყველა, ანუ ყველაფერი მარტივია>>
შეარჩიეთ ადგილი: ეტიკეტის მიხედვით მიღებულია, რომ ადგილი პაემნისთვის გოგონამ შეარჩიოს. მაგრამ ეს დღეს არავის ახსენდება. ხშირად მამაკაცი ირჩევს დროსა და ადგილს. მაგრამ ხომ შეიძლება, ამ ვარიანტს არ დაეთანხმოთ?
თუ ინტერნეტით გაიცანით და მანამდე არ გინახავთ ერთმანეთი, უნდა შეარჩიოთ ხალხმრავალი ადგილი. იმ შემთხვევაში, თუ ის ის არ არის, როგორც თავი წარმოგიდგინათ, ირგვლივ ბევრი ადამიანი უსაფრთხოების გარანტიაა.
აქ ასევე უნდა გაითვალისწინოთ შესაფერისი სამოსი, როდესაც შერჩეული ადგილის შესახებ შეიტყობთ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2020
პარადოქსის არსი: მამაკაცები ჭირვეულ ქალებს აღმერთებენ
არ განიხილოთ მძიმე თემები: პირველ პაემანზე მძიმე თემების წამოწევა არ ღირს. არ არის საჭირო საკუთარ პრობლემებსა და ცხოვრებაზე წუწუნი. თქვენი ურთიერთობები ჯერ ამ დონემდე არ მისულა. ნუ გადააქცევთ პაემანს თქვენს ბენეფისად, შესაძლოა, მეორე პაემანი არც შედგეს. კაცსაც მიეცით საუბრის საშუალება.
შეახსენეთ თავი: თუ პირველმა პაემანმა კარგად ჩაიარა, ალბათ მისი ნახვა კიდევ მოგინდებათ. მაგრამ ხანდახან მამაკაცი ვერ ბედავს შემდეგი შეხვედრის დანიშვნას, რომ თავმომაბეზრებლად არ გამოჩნდეს ქალის თვალში, ქალს კი ერიდება ამის თხოვნა. მაგრამ აქ არაფერია მოსარიდებელი – ჯობს დასვათ კითხვა, შეხვდებით თუ არა კიდევ ერთმანეთს, ვიდრე შემდეგ ზარს ან ინტერნეტით შეხმიანებას ელოდოთ.
ყველა ახალი ამბავი
0