გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა – ბათუმის „დინამო“ „კონფერენს ლიგას“ გამოეთიშა

© photo: FC Dinamo Batumi / FBბათუმის „დინამო“ – თურქეთის „სივასპორი“
ბათუმის „დინამო“ – თურქეთის „სივასპორი“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
ძირითად დროში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ორი მატჩის ჯამში გუნდებს შორის ფრე დაფიქსირდა და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ყველაფერი ერთი გატანილი გოლით გადაწყდა.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ბათუმის „დინამო“ ძირითად დროში მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად უეფას „კონფერენს ლიგას“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა.
ბათუმურმა კლუბმა განმეორებითი შეხვედრა თურქულ „სივასპორთან“ ძირითად დროში მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო. მატჩი არცთუ სანახაობრივი გამოდგა, რადგან ნებისმიერ კარში გატანილ გოლს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და გუნდებმა ფრთხილი ტაქტიკით თამაში არჩიეს. თუმცა მეორე ტაიმის 78-ე წუთზე ბენჟამენ ტეიდის გადაცემის შემდეგ გიორგი ფანცულაია ცარიელ კართან აღმოჩნდა და მომენტის რეალიზება აღარ გასჭირვებია (1:0).
ბათუმის „დინამო“ - თბილისის „ლოკომოტივი“ - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
უეფას „კონფერენს ლიგა“: ბათუმის „დინამო“ შინ ბელარუსის „ბატესთან“ დამარცხდა
ვინაიდან ბათუმში გამართული პირველი შეხვედრა თურქული კლუბის გამარჯვებით (2:1) დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო. გია გეგუჩაძის გუნდი ძალიან ახლოს იყო ევროტურნირის პლეი-ოფთან, რომ არა 110-ე წუთზე გაშვებული დასანანი გოლი. დინამოელთა მეკარემ რამდენიმე სახიფათო დარტყმა მოიგერია, თუმცა თურქების მასირებული შეტევების მოგერიება საბოლოოდ მაინც ვეღარ მოახერხა და ჟორჟე ფელიქსმა საკუთარი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. დარჩენილ წუთებში ქართულმა კლუბმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო და ორი მატჩის ჯამში „დინამო“ დამარცხდა (3:2).
აღსანიშნავია, რომ „სივასპორს“ ყველა ტურნირის ჯამში 20-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. თურქული კლუბი ბოლოს თებერვალში დამარცხდა. ბათუმის „დინამო“ გამარჯვების შემთხვევაში დანიურ „კოპენჰაგენს“ შეხვდებოდა, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა ირიცხება.
ბათუმის „დინამო" „კონფერენს ლიგის“ ტურნირში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და სან-მარინოს „ტრე პენე“ ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა. გია გეგუჩაძის გუნდი შემდეგ ეტაპზე ბორისოვოს „ბატეს“ დაუპირისპირდა, რომელთანაც შინ 0:1 წააგო, მაგრამ სტუმრად სენსაციური გამარჯვება მოიპოვა (4:1) და მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებისთვის ევროთასებზე კლუბის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური