მასშტაბური შეტევა ნარკოდამნაშავეებზე – დაკავებულია 20 პირი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს
საქართველოს შსს - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
პოლიციამ ნარკოდანაშაულში მხილებული პირები თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში დააკავა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ საქართველოს მასშტაბით განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღებისა და ჯგუფურად ჩადენილი გასაღების მცდელობის ბრალდებით 20 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ჰყიდდნენ. დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ რეალიზაციის მიზნით.
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა რამდენჯერმე განახორციელეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
კერძოდ, ამოღებულია, ერთი ლიტრი და 952 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი სითხე, 50 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი ფხვნილი, 15 გრამამდე MDMA-ს შემცველი ნივთიერება და 200 გრამამდე კოკაინის შემცველი ნივთიერება.
ამასთან, ქვემო ქართლის პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო. აჭარის პოლიციამ კი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 50 აბი. ასევე აღმოჩენილია უკანონოდ შეძენილი STALKER 2918-UK-ს მოდელის პისტოლეტი, რომელიც იმერეთის პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ამოიღო.
ნარკოდანაშაულების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0