„ჰიურემ–სულთანმა“ საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა

© Facebook / FB / Meryem Uzerliმერიემ უზერლი
მერიემ უზერლი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
მერიემ უზერლი თურქულ–გერმანული წარმოშობის მსახიობი და მოდელია, რომელსაც საყოველთაო აღიარება ჰიურემ–სულთნის როლმა მოუტანა სერიალში „დიდებული საუკუნე“.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. დღეს მერიემ უზერლის დაბადების დღეა. სერიალ „დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავს 38 წელი შეუსრულდა.
ის, თუ როგორ მიულოცა მან საკუთარ თავს დაბადების დღე, მსახიობის ენამოსწრებულობაზე, თვითირონიასა და მახვილგონივრულობაზე მეტყველებს.
„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო თავო!“ – დაწერა მსახიობმა Instagram-ში და გამოაქვეყნა თავისი ფოტო, სადაც მას „ულვაში“ ამშვენებს, ხელში ალკოჰოლიანი ჭიქა უჭირავს და სიგარეტს ეწევა. პოსტს, რა თქმა უნდა, ათასობით კომენტარი და სიყვარულით აღსავსე მილოცვები მოჰყვა.
მერიემ უზერლი თურქულ–გერმანული წარმოშობის მსახიობი და მოდელია. მისი ყველაზე ცნობილი როლია ჰიურემ–სულთანი სერიალში „დიდებული საუკუნე“, თუმცა მან ასევე სხვა საინტერესო პროექტებშიც მიიღო მონაწილეობა.
38 წლის მსახიობს ამჟამადაც იღებენ კინოში. ამასთან ერთად ის ორ ქალიშვილს – ლარას და ლილის ზრდის.
ყველა ახალი ამბავი
0