გვინეაში მარბურგის სასიკვდილო ვირუსის გავრცელებას ებრძვიან – ვიდეო

გამოწერა
ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოები ამ დროისათვის 155 ადამიანს აკვირდებიან, რომლებსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდათ მარბურგის ვირუსით დაღუპულ მამაკაცთან.
გვინეაში სასიკვდილო ვირუსი მარბურგის პირველი შემთხვევა 1 აგვისტოს გამოვლინდა პროვინცია გუეკუდუში. სინჯები გვინეის ორ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს, შემდეგ კი სენეგალის პასტერის ინსტიტუტში გადაგზავნეს შესამოწმებლად, სადაც მარბურგის ვირუსი დადასტურდა. აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას.
ჯანმოს სპეციალისტების გარდა, ქვეყანაში უკვე იმყოფებიან აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების, საერთაშორისო სამედიცინო დახმარების ალიანსის (ALIMA), წითელი ჯვრის, იუნისეფისა და სხვა ორგანიზაციების ექსპერტები. დაწყებულია ბრძოლა ვირუსის შემდგომი აფეთქებისა და გავრცელების შესაჩერებლად.
მარბურგის ვირუსით გამოწვეული ჰემორაგიული ცხელების სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, დაღლილობა, მუცლის ტკივილი და ღრძილებიდან სისხლდენა. დაავადების სამკურნალო პრეპარატები ან ვაქცინები ამ დროისათვის არ არსებობს.
ყველა ახალი ამბავი
0