დღეს დიდგორობაა

© photo: Tetritskaro Municipality / FBდიდგორობა
დიდგორობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. დღეს დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 900 წელი შესრულდა, საიუბილეო თარიღის აღნიშვნას საქართველოს თავდაცვის სამინისტო რამდენიმე ლოკაციაზე გეგმავს.
დიდგორის მემორიალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსსა და გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე შთამბეჭდავი თეატრალიზებული სანახაობით საქართველოს ისტორიის მე-12 საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაცოცხლდება.
დიდგორობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
კულტურის სამინისტრო დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმს დააფინანსებს
დიდგორობის დღესასწაულზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც იგეგმება. დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო — „დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემა გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიაში „ძლევაი საკვირველი“ ეწოდა.
დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. 
თურქ-სელჩუკებს ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა. მათი ლაშქრის რაოდენობად სხვადასხვა ცნობებში 500-600 ათასიც კი არის დასახელებული, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსებს ეს რიცხვი გადაჭარბებულად მიაჩნიათ. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. მაგრამ ყველა მონაცემიდან აშკარაა, რომ დიდგორის ველზე რიცხობრივი რაოდენობის მიხედვით ძალიან არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს. 
დავით IV-ის განკარგულებაში სულ 56 ათასი მეომარი იყო. მათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი, 500 ოსი და 100 „ფრანგი“ („ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე ევროპელებს ეძახდნენ). 
მოდელირებული დიდგორის ბრძოლა - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2020
დავით აღმაშენებელი, „ძლევაი საკვირველი“ და გელათის მზის საათი
ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისკენ გაემართა. მაჰმადიანებს ისინი მოღალატეები ეგონათ და თავიანთ ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. ამან კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაარღვია. და სწორედ ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია — დასავლეთიდან დავით აღმაშენებელი, ხოლო დიდგორის მთიდან უფლისწული დემეტრე გადავიდნენ შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი მებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ. სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისთვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს და ბოლომდე სდიეს. დაჭრილმა ილღაზმა რამდენიმე სარდალთან და ოციოდე მხედართან ერთად გაქცევა მოახერხა.
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური